Firefox-ს ბაზრის 100% უკავია!..
ინტერნეტის და მისი მომხმარებლების ზრდის ტემპების გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ ბრაუზერების ბაზარი დუღს და გადმოდუღს. IE, Opera, Firefox, Safari, Chrome, Avant, Flock ... ყველას ჰყავს თავისი რამდენიმე მილიონიანი (თუ მილიარდიანი?) "რკინის აუდიტორია", მაგრამ არცერთს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ რომელიმე კონტინენტი სრულად დაიპყრო, გარდა Firefox-ისა. თუ ვენდობით StatCounter-ის 2009 წლის დაკვირვებების შედეგებს, ანტარქტიდაზე განთავსებული კომპების 100% Firefox-ს იყენებს ინტერნეტში გასასვლელად. ჰმმ, ძალიან ჰყვარებიათ სამეცნიერო ბაზების ადმინებს ღია კოდის პროდუქტები :-) ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ფეიერვერკებს Mozzila-ს სათაო ოფისიდან და ჭკვიანურ სლოგანებს "ექვსიღა დაგვრჩა!" სტილში. ბმულების ნაკრები: Top 5 Browsers in Antarctica from 1 Jan to 6 Mar 09 @ StatCounter Global Stats Firefox Has Got a 100% Market Share…In Antarctica @ Mashable ბეჭდვითი ვერსია | 09-03-2009, 23:28:00 | domen |
|
კარგი რა ანტარქტიდაზე 500 კომპი თუ იქნება სულ :D და დავიჯერო ყველა მელაკუდას ხმარობს? ალბათ ათბობს თან :D