COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Seagate-მა AMD-სთან ერთად 6გბ/წმ SATA III წარმოადგინა

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1958


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Seagate-მა AMD-სთან ერთად 6გბ/წმ SATA III წარმოადგინა
Seagate-მა AMD-სთან ერთად 6გბ/წმ SATA III წარმოადგინა

UPDATED! (დაემატა ინფორმაცია ტესტების შესახებ).

რამდენი წელია, რაც კომპიუტერული ინდუსტრია მუდმივად მუშაობს სიჩქარეების გასაზრდელად? ბევრი, ბევრი... ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით. როდესაც რომელიმე კომპანია ახალ პროდუქტს წარმოადგენს, ამ დროს ძალიან ხშირად უკვე ამ პროდუქტის შემცვლელის შესაქმნელად ტარდება სამუშაოები.

გუშინ კომპანია Seagate-მა AMD-სთან SATA 6გბ/წმ ინტერფეისის პრეზენტაცია მოაწყო. რაც მთავარია, ეს ინტერფეისი მუშა მდგომარეობაში პირველად ვნახეთ. ამჟამინდელი SATA დრაივები მუშაობენ 3.0 გბ/წმ ან ძველ 1.5 გბ/წმ ინტერფეისების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ახალი 6.0 სტანდარტი ინარჩუნებს თავსებადობას ორივე ძველ სტანდარტთან. კვლავ გამოიყენება ზუსტად ისეთივე კაბელები, როგორსაც ახლა ვიყენებთ. ახალი ინტერფეისის გამტარობა დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე SATA 3.0-ისა. გაუმჯობესებულია კვების სისტემა და Native Command Queuing (NCQ). შეგახსენებთ, რომ NCQ SATA-სპეციფიკაციის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით უზურნველყოფს HDD-ს რესურსის უკეთეს გამოყენებას - შედეგად იზრდება წარმადობა.

Seagate-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯოან მოტსინგერმა (Joan Motsinger) პრეზენტაციისას განაცხადა, რომ დღესდღეობით თამაშების ინსდუსტრია, ციფრული აუდიო/ვიდეო, სტრიმინგი, გრაფიკასთან მუშაობა და სხვა აპლიკაციები მოითხოვენ იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე ეს SATA-ს ამჟამად ძალუძს. SATA 6გბ/წმ სტანდარტი სწორედ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა საჭირო. ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, სიგეიტი მუდამ პირველი იყო ბაზარზე სიახლეების დანერგვაში. მათ შორის, კომპანიამ მართლად პირველად გამოიყენა Serial ATA ინტერფეისი (Seagate-ს ერთ-ერთი პირველი SATA დრაივის მფლობელი მეც გახლავართ :-)), ჩაწერის პერპენდიკულარული მეთოდი და თვით-შიფრირებადი დრაივები. Seagate მოხარულია, რომ AMD-სთან ერთად მსოფლიოს SATA-ს ახალი სპეციფიკაციის შესაძლებლობები წარუდგინა.

დემონსტრაციისთვის გამოიყენებოდა Seagate-ის 2 ცალი SATA დრაივი. ერთი SATA 3გბ/წმ სტანდარტის მხარდამჭერი, ახალი 7200.12 სერიის Barracuda იყო, ხოლო მეორე - Barracuda 6გბ/წმ ინტერფეისის მქონე დრაივის პროტოტიპი. სისტემად გამოყენებული იყო AMD-ს მიერ მოწოდებული აპარატურა, SATA 6გბ/წმ ინტერფეისის მხარდამჭერი ჩიპსეტის პროტოტიპით.

Serial ATA-ს ოფიციალური საიტის მიხედვით, ახალი 6გბ/წმ-იანი სტანდარტი ბაზარზე 2009 წლის პირველ ნახევარში შემოვა. ეს ნიშნავს, რომ აპარატურას, რომელიც ახალ სტანდარტს გამოიყენებს, დაახლოებით ამავე დროისთვის უნდა ველოდოთ. იმისათვის, რომ SATA-ს მესამე ინკარნაციის სიჩქარეები მიიღოთ, ახალი დედა დაფა დაგჭირდებათ ახალი ჩიპსეტით, რომელსაც ახალი სტანდარტის მხარდაჭერა ექნება.

AMD-ს ვიცე პრეზიდენტის ლესლი სობონის (Leslie Sobon ) თქმით, AMD მუდმივად ცდილობს ინოვაციური პროდუქტების შექმნას და ბაზარზე გატანას. SATA 6გბ/წმ ინტერფეისი არა მხოლოდ ითავსებს ძველი სპეციფიკაციების საუკეთესო თვისებებს, არამედ მოაქვს სიახლეებიც. AMD ქმნის დაბალი ღირებულების პროდუქციის ბაზას, რომელიც საჭიროა მისი პარტნიორებისთვის.

ახალი SATA 6გბ/წმ ინტერფეისი განსაკუთრებით გამოსადეგი სწრაფად მზარდი SSD-ების ბაზრისთვის იქნება, რომლებმაც SATA 3.0-ის შესაძლებლობები პრაქტიკულად ამოწურეს და შემდგომი განვითარებისა და მხარდაჭერისთვის ახალი ინტერფეისი სჭირდებათ.

UPDATE!
ხელმისაწვდომი გახდა პრეზენტაციისას ჩატარებული ტესტირების შედეგები:

როგორც ხედავთ, SATA 6.0-ის სიჩქარემ 589 მეგაბაიტი/წამში შეადგინა. გაითვალისწინეთ, რომ ეს სიჩქარე მიღწეულია HDD-ს ბუფერიდან ინფორმაციის ამოკითხვისას.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-03-2009, 23:26:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

შესადარებელი გრფიკები არაა??
10-03-2009, 18:03:54 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.