Google Voice
დარწმუნებული ვარ, ყველას გქონიათ შემთხვევა, როცა რაღაც მიზეზით, ვთქვათ, მაგთიდან ბილაინზე გადასვლა გინდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ახალი ნომრის ნაცნობ-მეგობრებში დარიგებას დიდი დრო უნდა, ვერ ახერხებთ. ასე არა მხოლოდ საქართველოში ხდება, ამიტომ 2005 წელს დაარსდა კომპანია GrandCentral, რომელიც საშუალებას იძლეოდა, ერთ უნიციფირებულ ნომერზე რამდენიმე მიბმულიყო და მასზე შემოსული ზარები მიბმულ ნომრებზე მისამართდებოდა, ანუ შესაძლებელი იყო ოპერატორის ისე შეცვლა, რომ ნომერი არ შეცვლილიყო. სერვისმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ კომპანია 2007 წელს Google-მა იყიდა (95 მილიონ დოლარად!) და თითქოს გააქრო. GrandCentral-ის მომხმარებლებს ანგარიშები გაეყინათ, კომპანიისგან კი საერთოდ არაფერი ისმოდა. მაგრამ ინვესტიცია, მით უმეტეს თუ ის გუგლისგანაა და 95 მილიონი დოლარის ღირებულების, უკვალოდ არ ქრება - სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წარმოადგინა GrandCentral-ის საფუძველზე შექმნილი ახალი სერვისი - Google Voice. იდეა მარტივია, დარეგისტრირდებულ მომხმარებელს ეძლევა Google Number, ანუ ჩვეულებრივი სატელეფონო ნომერი გუგლისგან, რომელზე დარეკვაც ჩვეულებრივად შეიძლება (აშშ-ს კოდით). ეს ნომერი გამოიყენება ყველა დანარჩენის გასაერთიანებლად. თუმცაღა გაერთიანება მხოლოდ ცალმხრივია, ანუ თქვენთან დასაკავშირებლად შესაძლებელია თქვენს გუგლის ნომერზე დარეკვა, მაგრამ თქვენი გუგლის ნომრით პირდაპირ ვერავის დაუკავშირდებით. საჭიროა, ჯერ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონიდან დარეკოთ თქვენს გუგლის ნომერზე, შემდეგ კი ინტერაქტიულ რეჟიმში აკრიფოთ ნომერი, რომელსაც სერვისი გუგლის ნომრის გავლით დაგაკავშირებთ. ჩამოვთვალოთ მისი შესაძლებლობები:
და რაც მთავარია - განსხვავებით GrandCentral-ის მომსახურებისგან, Voice-ით სარგებლობა აბსოლუტურად უფასოა! როგორც ხედავთ, გუგლი საეჭვოდ დიდ გულისხმიერებას იჩენს, სერვისს ამ მომენტში მისთვის მხოლოდ ზარალი მოაქვს. ვნახოთ, რა მოდელს შემოგვთავაზებს კომპანია მომავალში. როგორც ხედავთ, კომპანია ძალიან სერიოზულადაა დაინტერესებული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე შესვლით და თუ გადავხედავთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს, მოსალოდნელია, რომ მალე Google ამ სფეროში დომინანტად მოგვევლინება. ჯერჯერობით სერვისით სარგებლობა მხოლოდ GrandCentral-ის ძველ მომხმარებლებს შეუძლიათ, გუგლის სიტყვებით, სერვისი ფართო აუდიტორიისთვის "რამოდენიმე კვირაში" გაიხსნება. ბმულების ნაკრები: Google Voice Features @ Google Moving to Google Voice! @ Google Voice Blog ბეჭდვითი ვერსია | 14-03-2009, 19:11:00 | domen |
|