COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » NVIDIA 9800 GT-ს GTS 240-ად რებრენდირებას აღარ აპირებს

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1969


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
NVIDIA 9800 GT-ს GTS 240-ად რებრენდირებას აღარ აპირებს
NVIDIA 9800 GT-ს GTS 240-ად რებრენდირებას აღარ აპირებს

როგორც საინფორმაციო-ტექნოლოგიური ვებ-რესურსი, DailyTech-ი იტყობინება, NVIDIA-მ უარი თქვა GeForce 9800 GT-ს GTS 240-ად რებრენდირების გეგმებზე. ეს კი, როგორც აღმოჩნდა NVIDIA-ს პარტნიორი კომპანიების დამსახურებაა, რომლებიც ვიდეო დაფებს აწყობენ და ბაზარზე უშვებენ გასაყიდად.

რადგან რებრენდირება ჩაიშალა, NVIDIA თავის მომხმარებლებს ურჩევს, აქცენტი 9800 GT სახელი მქონე სამ ვიდეო დაფაზე გააკეთონ. ერთი სტანდართული ვერსიაა, მეორე - ნაკლებ ელ. ენერგიას მოიხმარს, ხოლო მესამე - 9800 GT-ს ოვერქლოქირებული ვერსიაა.

სტანდარტული 65 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული 9800 GT იყენებდა იმავე  G92 ჩიპს, რომელიც 8800 GT-ში იყო გამოყენებული. შემდეგ NVIDIA-მ მოახდინა ვიდეო დაფის რედიზაინი და შემუშავდა ახალი ჩიპი G92b 55 ნმ ტექნოპროცესზე. G92b ჩიპი ასევე წარმატებით გამოიყენა NVIDIA-მ 9800 GTX+ ვიდეო დაფაში. (ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ლეპტოპებისთვის შექმნილი GTX280M ვიდეო დაფა G92b ვიდეოჩიპს იყენებს და არა GT200-ს).

9800 GTX+ სულ ცოტა ხნის წინ რებრენდირებული იქნა. ვიდეო დაფამ ახალი სახელი მიიღო - GTS 250. NVIDIA-მ აღნიშნული გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ეს საჭირო იყო ATI Radeon HD 4850-თან უკეთესი კონკურენციისთვის. Radeon HD 4850-ზე ATI-მ ფასები დაახლოებით 1 კვირის წინ შეამცირა. შედეგად, NVIDIA-საც მოუწია ფასების შემცირება ვიდეო დაფებზე. მომხმარებლისთვის კი, ინტერესის გასაჩენად, "ახალი ვიდეო დაფა" გამოუშვა - GTS 250.

აღსანიშნავია, რომ მეინსტრიმ სეგმენტში NVIDIA-ს საქმე არც ისე კარგად აქვს. NVIDIA-ს ვიდეო დაფები სასტიკ კონკურენციას აწყდებიან ATI-ს ქმნილებებთან, რომლებსაც პრაქტიკულად ყველა მეინსტრიმ საფასო სეგმენტი აქვთ დაკავებული და საკმაო წარმატებითაც იყიდებიან. თვის ბოლოსთვის ATI გეგმავს ბაზარზე ჩაუშვას 40 ნმ ტექნოპროცესზე დამზადებული ახალი ვიდეო დაფები, რომლებიც 99$-იან საფასო სეგმენტს დაიკავებენ. ეს, ცხადია, NVIDIA-ს კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს.

აღსანიშნავია, რომ 9800 GT-ს ეკონომ ვერსია, რომელიც 75 ვატს მოიხმარს, იმავე 99$-იან სეგმენტშია, რომელსაც ATI-ს 40 ნმ-იანი ქმნილება დაიკავებს.

რაც შეეხება 9800 GT-ს აჩქარებულ ვერსიას, იგი ცოტა არ იყოს, უაზრო პროდუქტია. მისი ტექნიკური მახასიათებლები GeForce 9800 GTX-ის იდენტურია და როგორც ჩანს, საკუთარ თავს გაუწევს კონკურენციას, 9800 GTX+/GTS 250-ის ფორმით :)





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-03-2009, 22:06:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

ქათამი
21-03-2009, 01:08:42 |

ქათამი... ეს შეშინებული NVIDIA-ა :P
16-03-2009, 00:52:15 | Power_VANO

ეს ინფო კარგი, მაგრამ ქათამი რა შუაშია??
15-03-2009, 23:51:17 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.