COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » AV-Comparatives.org: Feb 2009

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1987


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
AV-Comparatives.org: Feb 2009
AV-Comparatives.org: Feb 2009

დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, რაც ალბათ საიტის ახალ დიზაინზე მუშაობით იყო გამოწვეული, Av-Comparatives.Org-მა, ერთადერთმა უფასო და ამავდროულად ავტორიტეტულმა ანტივირების მტესტავმა ლაბორატორიამ გამოაქვეყნა თებერვლისთვის დაგეგმილი On-Demand Comarative, ანუ საკუთარ ვირუსულ ბაზაზე სხვადასხვა ანტივირის "გადატარების" შედეგები.



Av-Comparatives: Avira, Kaspersky, Nod32

საბოლოო ჯამში შედეგები არც ისე დრამატული გამოდგა, თუმცა რამოდენიმე მომენტი მაინც საინტერესოა. მაგალითად, Eset NOD32-მა, ბოლოს და ბოლოს აჯობა Kaspersky Antivirus-ს ყველა ასპექტში. თუმცა ამ ორის ჭიდაობის მიღმა დადგა Avira Antivir, რომელმაც გასაოცარი 99.7% მოაგროვა (ამ მხრივ მას მხოლოდ G Data-ს კოქტეილი უსწრებს 99.8%-ით); ნამდვილად კარგი არგუმენტია იმისთვის, რომ მის ბოლო, უფასო ვერსიას ყურადღება მიაქციოთ.

რაც შეეხება დანარჩენ შედეგებს:

  • უმაღლესი, Advanced+ შეფასება დაიმსახურეს კომპანიებმა: ESET, Kaspersky, McAfee, Symantec;
  • კარგი, Advanced შეფასება მიიღეს კომპანიებმა: G Data, AVIRA, Avast, BitDefender, eScan, TrustPort, F-Secure;
  • ნორმალური, Standard შეფასება შეხვდათ კომპანიებს: AVG, Sophos, Microsoft;
  • ტესტი ჩააგდეს კომპანებმა: Authentium, Norman, Kingsoft;

Avira-ს, G Data-სა და  BitDefender-ის Advanced შეფასება გამოწვეულია False Positive-ების სიმრავლით, სხვა მხრივ ეს ანტივირები შეუდარებლები არიან.

დეტალური ინფორმაცია (სკანირების სისწრაფეების თუ გამორჩენილი ინფიცირებული ფაილების და False Positive-ების ჩამონათვალის ჩათვლით) მისაწვდომია pdf ფაილში, რომელსაც AV-Comparatives უფასოდ ავრცელებს.

ბმულების ნაკრები:

[pdf] On-demand comparative, February 2009, Report @ AV-Comparatives

AV-Comparatives.org - მთავარი გვერდი

ტესტების არქივი @ AV.Comparatives



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-03-2009, 22:30:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

ბმულები შესაბამის თემაზე


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.