COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » ჯიბის Wi-Fi როუტერი Logitec-სგან

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=1990


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ჯიბის Wi-Fi როუტერი Logitec-სგან
ჯიბის Wi-Fi როუტერი Logitec-სგან

იაპონურმა კომპანია Logitec-მა (არ აურიოთ კომპიუტერული პერიფერიის მწარმოებელ Logitech-ში) გამოუშვა მინიატურული Wi-Fi როუტერი LAN-PWG/R. სიახლე, რომლის ზომებია 62 х 82 х 19 მმ ეტევა ხელის გულზე და იწონის მხოლოდ 55 გრამს (წარმოიდგინეთ, ეს წონა თქვენი მობილურის წონის ნახევარია თითქმის!).

მინი როუტერი მხარს უჭერს IEEE 802.11b/g სტანდარტებს. აქვს WPA2, WPA, WEP 128/64 დაცვის სისტემების მხარდაჭერაც. დამატებით გვაქვს მაკ-მისამართების, პაკეტების ფილტრაცია და სხვა ფუნქციებიც, რომლებიც დამახასიათებელია სტანდარტული ცეცხლოვანი კედლისთვის.

LAN-PWG/R ბაზარზე აპრილში გამოჩნდება და მისი ფასი სულ რაღაც 73$ იქნება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-03-2009, 15:31:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.