GeoBulb™ LED ნათურა
![]() კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა... პროგრესი... ამ კარგი თვისების გამო LED ნათურებმა ავტოინდუსტრიაშიც შეაღწიადა იქ Xenon-ის განათებებს უწევს კონკურენციას (მაგ: ახალი Audi A8 მთლიანად LED განათებითაა გაწყობილი). LED-ები ფართოდ გამოიყენება სახლის პირობებშიც. ამჯერად სწორედ ჩვენი სახლებისთვის გვაქვს საკმაოდ საინტერესო სიახლე. კომპანია C. Crane Company-მ სულ ცოტა ხნის წინ წარმოებაში ჩაუშვა ახალი LED ნათურა, რომელიც კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით 3 წლის განმავლობაში იქმნებოდა. პროდუქტის სრული სახელია GeoBulb™ LED Light Bulb. ჩვენი GeoBulb-ი უზრუნველყოფს ისეთივე განათებას, როგორსაც 60 ვატიანი სტანდარტული ვარვარის ძაფიანი ნათურა და რაც ყველაზე საინტერესოა, ამას იგი მხოლოდ 7.5 ვატი ელექტროენერგიის გამოყენებით ახერხებს. GeoBulb-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30000 საათია (~10 წელიწადი) სტანდარტული გამოყენებისას (დღეში 8 საათი), რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ახალი ნათურა, ცხადია, ძალიან მოეწონება ყველას, განსაკუთრებით, ე.წ. მწვანეებს :-) ახლა კი, მივედით ყველაზე რთულ ეტაპამდე - GeoBulb-ი გამოდის სამ ვარიანტში - ცივი, ნაზი და თბილი თეთრი განათების ფერებში, მისი საცალო ფასი კი 119.95 (!) მარადმწვანე ამერიკელი პრეზიდენტია. თუ ერდროულად 6 ან მეტ ნათურას შეიძენთ, მაშინ თითოეულის ფასი 113.95 დოლარი იქნება. ლინკები: მაღაზია, სადაც GeoBulb-ის შეძენა შეგიძლიათ ![]() |
მაგათ თავისი მცველები უყენიათ და თუ რამემცველს გამოუცვლი
ფასს რაც შეეხება 2-3 წელიწადში ბევრად გაიაფდება