COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Sapphire Radeon HD 4890 Toxic

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2001


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sapphire Radeon HD 4890 Toxic
Sapphire Radeon HD 4890 Toxic

9 აპრილს AMD ახალ ვიდეო დაფას წარუდგენს კომპიუტერულ სამყაროს - Radeon HD 4890-ს. ამის შესახებ, ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის. წინასწარი ინფორმაციით ვიდეო დაფა ორი - რეფერენს და ოვერქლოქირებული ვერსიებით გამოვა, თუმცა, სავარაუდოდ, ორივე ერთნაირი გაგრილების სისტემით იქნება აღჭურვილი. როგორც ყოველთვის, AMD-ს პარტნიორი კომპანიები ბაზარზე უშვებენ ვიდეო დაფებს როგორც სტანდარტული ასევე, სპეც. გაგრილების სისტემებით. უკვე ცნობილია, რომ Asus, Sapphire, XFX და HIS-ს უკვე თითქმის მზად აქვთ Radeon HD 4890-ის ტოპ მოდელები. არასტანდარტული გაგრილების სისტემებით აღჭურვილი HD 4890-ები ბაზარზე ოფიციალური ანონსიდან 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება.

დღეს წარმოგიდგენთ Sapphire-ის ტოპ-მოდელს - Radeon HD 4890 Toxic-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება Vapor-X გაგრილების სისტემით. Vapor-X-ი გამოირჩევა თავისი მაღალი წარმადობითა და ჩუმი მუშაობით. შედეგად, Sapphire Radeon HD 4890 Toxic საკმაოდ კარგი ვიდეო დაფა უნდა გამოვიდეს, რომელიც თუ სტანდარტულ HD 4890-თან შედარებით უფრო მაღალ სიხშირეებზე არა, გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე და ჩუმად იმუშავებს. რა თქმა უნდა, არასტანდარტული გაგრილების სისტემის მქონე ვიდეო დაფები რეფერენს დიზაინთან შედარებით ცოტა ძვირი ეღირება.

ესეც Sapphire Radeon HD 4890 Toxic-ის სურათი (სამწუხაროდ, ვიდეო დაფის სურათი ჯერჯერობით მიუწვდომელია):





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-03-2009, 23:32:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.