COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel "Nehalem" Xeon 5500 Series

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2016


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel "Nehalem" Xeon 5500 Series
Intel

Intel-მა ბაზარზე გამოუშვა Xeon პროცესორების ახალი, 5500 სერია სამუშაო სადგურებისა და სერვერებისთვის. 5500 სერიის Xeon-ების კოდური სახელი იყო Nehalem-EP (Efficient Performance). როგორც მიხვდით, ახალი პროცესორები Nehalem-ის ოჯახიდან არიან და Core i7-ებს ეკუთვნიან ძმებად :-)

5500 სერიის პროცესორები აგებულია იმავე 45 ნმ Hi-K metal gate ტექნოლოგიაზე, რაზეც Core i7. ახალ პროცესორებს, ცხადია, ახალი ჩიპსეტი სჭირდება. პროცესორების მომსახურებას საკუთარ თავზე Intel 5520 ჩიპსეტი აიღებს თავზე. Intel 5520-ის კოდური სახელი იყო Tylersburg-EP, რომელიც აღჭურვილია ახალი Intel 82599 10Gb Ethernet კონტროლერით. ჩიპსეტი საშუალებას იძლევა, დედა დაფაზე დამონტაჟებული იყოს 18 DDR3 DIMM სლოტი და 144 GB DDR3 ოპ. მეხსიერება.

QuickPath Interconnect-ები (2 თითო პროცესორში) და ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი შესაძლებელს ხდის, მინიმუმამდე დავიდეს წარმადობის შეფერხებები, რომლებიც მეხსიერების გამტარობის ან ჩიპსეტთან დაკავშირების გამო შეიძლება წარმოიქმნას. Intel 5520 სავარაუდოდ არ შეიცვლება და მოუწევს მოემსახუროს პროცესორის შემდეგ თაობას - Westmere-EP Xeon-ებს,  რომლებიც 2010 წლის მეორე კვარტალში მოევლინებიან სამყაროს.

ახალი პროცესორების პრეზენტაცია საკუთარ თავზე Intel-ის ვიცე პრეზიდენტმა, პეტ გელსინგერმა (Pat Gelsinger) აიღო თავზე. განკუთრებით აღინიშნა გაუმჯობესებები წარმადობის, ეფექტურობისა და ელ. ენერგიის მოხმარების შემცირების შესახებ.

პეტ გელსინგერმა გამოიყენა დატაცენტრის მაგალითი, რომელიც 2005 წელს 184 ერთ ბირთვიანი Xeon პროცესორით აწერყო, ახლა კი შეცვლას საჭიროებდა. იგი შეიძლება უმტკივნეულოდ შეიცვალოს 184 5500 სერიის Xeon პროცესორით და შედეგად მივიღებთ 9-ჯერ (!) გაზრდილ წარმადობასა და წლიური ელ. ენერგიის მოხმარების ხარჯების 18%-იან შემცირებას. ალტერნატივის სახით, ძველი დატაცენტრი შეიძლება შეიცვალოს 21 5500 სერიის Xeon პროცესორით. ამ შემთხვევაში, წარმადობა იგივე დარჩება, სამაგიეროდ, ელ. ენერგიის მოხმარების ხარჯები შემცირდება 90%-ით (!). დამეთანხმებით, შთამბეჭდავი შედეგია 4-წლიანი პროგრესისთვის.

8 ბირთვიანი Nehalem-EX Xeon პროცესორების წარდგენას Intel-ი წელს, შემოდგომის IDF-ზე გეგმავს. რაც შეეხება ახალ, Westmere ბირთვზე აგებულ Xeon პროცესორებს, ისინი ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდებიან. თუ გაინტერესებთ ინფორმაცია ახალი პროცესორების წარმადობის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ AnandTech-ის ტესტირება.

ესეც ახალი პროცესორების ტექნიკური მახასიათებლები და ცხრილი:

 Intel Xeon 5500 Series

პროცესორის მოდელი

სიხშირე

L3 კეში

ბირთვები

TDP

QPI-ს სიჩქარე

DDR3 სიხშირე

ფასი

W5580

3.20 GHz

8MB

4

130W

6.4 GT/s

1333, 1066, 800

$1,600

X5570

2.93 GHz

8MB

4

95W

6.4 GT/s

1333, 1066, 800

$1,386

X5560

2.80 GHz

8MB

4

95W

6.4 GT/s

1333, 1066, 800

$1,172

X5550

2.66 GHz

8MB

4

95W

6.4 GT/s

1333, 1066, 800

$958

E5540

2.53 GHz

8MB

4

80W

5.86 GT/s

1066, 800

$744

E5530

2.40 GHz

8MB

4

80W

5.86 GT/s

1066, 800

$530

L5520

2.26 GHz

8MB

4

60W

5.86 GT/s

1066, 800

$530

E5520

2.26 GHz

8MB

4

80W

5.86 GT/s

1066, 800

$373

L5506

2.13 GHz

4MB

4

60W

4.8 GT/s

800

$423

E5506

2.13 GHz

4MB

4

80W

4.8 GT/s

800

$266

E5504

2.00 GHz

4MB

4

80W

4.8 GT/s

800

$224

E5502

1.86 GHz

4MB

2

80W

4.8 GT/s

800

$188





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-04-2009, 19:49:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.