COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Microsoft-ის ახალი რეკლამა: Apple-ის მომხმარებლები ფულს ბრენდში იხდიან და არა პროდუქტში

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2018


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Microsoft-ის ახალი რეკლამა: Apple-ის მომხმარებლები ფულს ბრენდში იხდიან და არა პროდუქტში
Microsoft-ის ახალი რეკლამა: Apple-ის მომხმარებლები ფულს ბრენდში იხდიან და არა პროდუქტში

როგორც უკვე იცით, Microsoft-მა Apple-ის წინააღმდეგ საკმაოდ აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყო. პირველ რეკლამაში აქცენტი PC-ს სიიაფესა და ხელმისაწვდომობაზე კეთდებოდა და მისი მთავარი ლოზუნგი იყო: "გამარჯობა Mac, მე PC ვარ და შენზე იაფი ვღივარ!" 

დღეს უკვე მეორე რეკლამა გამოვიდა და კვლავ გრძელდება შეტევა Apple-ზე. ახალ რეკლამაში ახალგაზრდა ინჟინერ ჯიამპაოლოს (Giampaolo) სურს შეიძინოს ლეპტოპი 1500 მარადმწვანედ. ჯიამპაოლო მიდის სხვადასხვა მაღაზიებში, მათ შორის Apple-ის მაღაზიაშიც.


ჯიამპაოლო

მიუხედავად იმისა, რომ ჯიამპაოლოს ძალიან მოეწონა Apple MacBook Air-ის გარეგნობა, რომელსაც მან "რა სექსუალურია!" უწოდა, აღმოაჩინა, რომ იგი სუსტ აპარატურაზე იყო აწყობილი. ამის მაგივრად, ჯიამპაოლომ 1099$-ად HP HDX 16 შეიძინა, Intel 2.4GHz Core 2 Duo, NVIDIA GeForce 9600M GT ვიდეო დაფით, 4GB ოპ. მეხსიერებითა და 500GB-იანი მყარი დისკით. იმავე დონის ნაწილების მქონე ეპლის კომპიუტერი 15"-იანი მონიტორით 2499$ დაუჯდებოდა ჩვენს ახალგაზრდა ინჟინერს.


ჯიამპაოლო და "so sexy" MacBook-ი

მას შემდეგ, რაც დამატებითი გადასახადის გადახდის შემდეგ 300$ დარჩა, ჯიამპაოლომ განაცხადა: "Mac-ი ჩემთვის ესთეტიკა უფროა, ვიდრე კომპიუტერული გამოთვლითი სიმძლავრე. მე ფულს არა ბრენდში, არამედ კომპიუტერში ვიხდი."

როგორც ხედავთ, Microsoft-ი კონკურენტს უფრო აგრესიულად უტევს, რაც Apple-ის საქციელმა გამოიწვია, როცა Windows-ს "ვირუსებით გაბერილი", არასტაბილური და უვარგისი ოპ. სისტემა უწოდა :-)

Microsoft-ის ახალი რეკლამა შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-04-2009, 09:35:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

აუ სად ეს და სად Get a Mac რეკლამა... აშკარად რო "ვაშლის" რეკლამები უფრო მაგარია...
13-04-2009, 13:39:53 | Loverman

domen
ციტატა
otosaxel, აშკარად მოძველებული ინფო გაქვს :-) სადღაც 8-10% უჭირავს მაკს დღეს, ასე რომ, ნელ-ნელა კარგი სამიზნე ხდება ვირუსებისთვის :-)

, ძალიან კარგი, ვგონებ, მალე ვაშლი მხოლოდ ლოგოა
არც განსხვავებული არქიტექტურა არც არაფერი უბრალო, ლოგო! იეს!
გაიხარე დომენ
ისე მე მართლა ძველი ინფო მაქ საღაც 2006 წლის ახალი სად ვნახო?
12-04-2009, 12:47:03 | otosaxel

otosaxel, აშკარად მოძველებული ინფო გაქვს :-) სადღაც 8-10% უჭირავს მაკს დღეს, ასე რომ, ნელ-ნელა კარგი სამიზნე ხდება ვირუსებისთვის :-)
11-04-2009, 19:12:59 | domen

iliela
ციტატა
მაკინტოშს ვირუსი რა პონტში არ ეკარება?
რა,გარიგება აქვთ დადებული?

ვით თქვა რომ არ ეკარება :D, უბრალოდ მანქანების 95 % ვინზეა და ჰეკერისთვის ვინ პლათფორმა უფრო მომგებიანია :)
ხოლო მაკი საღაც 1%-ია და ჰაკერებს კიდიათ :), ამიტომაა რომ მაკზე ცოტა ვირია და ვინდზე ბევრი :D
10-04-2009, 19:01:21 | otosaxel

iliela
ეკარება, როგორ არ ეკარება, უბრალოდ, არაა მაკინტოში იმდენად გავრცელებული, რომ ვირუსმეიკერებისთვის რეალურად კარგ სამიზნეს წარმოადგენდეს.
ანუ რაღაც პროდუქციას რომ ქმნი, ხომ გინდა, რომ უფრო ფართო მასებს მიაწოდო? ჰოდა ვირუსმეიკერიც რომ წერს ვირუსს, იასნა ურჩევნია ვინდოუსისთვის დაწეროს, რომ უფრო ფართოდ გავრცელდეს. :) თორემ ვირუსები და ბაგები ყველა ოპ. სისტემას აქვს, ეპლის პროგრამისტები ღმერთები კი არ არიან.
10-04-2009, 18:59:06 | Power_VANO

მაკინტოშს ვირუსი რა პონტში არ ეკარება?
რა,გარიგება აქვთ დადებული?
10-04-2009, 18:47:18 | iliela

არა, რატომაა კანონდარღვევა. რაც გინდა, ილაპარაკე :D

ეგრე ანტისააკაშვილის და ანტიოპოზიციის რეკლამებიც კანონდარღვევა იქნებოდა
10-04-2009, 17:25:54 | Power_VANO

ისე, კონკურენტის პირდაპირი ანტირეკლამა კანონის დარღვევა არაა? როგორც ვიცი, როცა შენ პროდუქციას უდარებ სხვისას, არ უნდა ჩანდეს ვისი პროდუქცი გაქვს "დამცირებული"
თუმცა რას ერჩი, Microsoft მართალია იდეაში
10-04-2009, 15:28:18 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.