COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows 7 Starter

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2036


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 Starter
Windows 7 Starter

წარუმატებელი Vista-დან დაწყებული MS თავისი ოპერაციული სისტემის მრავალ ნაირსახეობას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ყველას გვიყვარს Ulimate - ყველა მისაწვდომი ფუნქციით აღჭურვილი ვერსია, მაგრამ საზღვარგარეთ ეს ვერსია ორას მარადმწვანეზე მეტი ღირს და, განსხავვებით საქართველოსგან, მის მოსახმარად ლიცენზიის ყიდვაა საჭირო, ასე რომ, ყველა ამ ვერსიას ნამდვილად ვერ შესწვდება.

ამასობაში MS ცდილობს ლინუქსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და მინიმალურ ფასად გვთავაზობს Starter ვერსიას, რომელშიც მაქსიმალურადაა შეკვეცილი ყველა ფუნქცია, მაგალითად, არ გვაქვს არანაირი Aero Glass ან 64 ბიტიანი ვერსია და რაც მთავარია - სისტემა ერთდროულად სამ პროგრამაზე მეტს არ გაგაშვებინებთ. კარგი, ჯანდაბას აერო, მის გარეშე გაიძლება (ჩვენთან ისეთი ფორუმელებიც მოიძებნენ, ვინც 7-ში პირველად Windows Classic თემა მოიკითხა :-)), 64 ბიტიან ვერსიასაც მგონი ბევრი არ ვიყენებთ, მაგრამ რა ვუყოთ შეზღუდვას სამ პროგრამაზე?!



Windows 7 Starter

თუმცა ეს შეზღუდვა, განსხვავებით Vista-სგან, ცოტა "შემსუბუქებულია" - სისტემა სათვალავში არ იღებს შემდეგ პროგრამებს: Windows Explorer, Control Panel, CMD, Task Manager, Gadget Manager და თვითონ გაჯეტებს, ინსტალერებს და ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას, თუ ეს უკანასკნელი სერვისის სახით მუშაობს. ასევე, არანაირი შეზღუდვა არაა თვითონ პროგრამაში ტაბების რაოდენობაზე. ანუ, შესაძლებელია გახსნილი გქონდეთ ბრაუზერი თუნდაც 30 ტაბით, სისტემა ხმას არ ამოიღებს.

ასევე მოიხსნა შეზღუდვა გეოგრაფიულ მდებარეობაზე - თუ ადრე სისტემა სულ თითზე ჩამოსათვლელ (ჰმ, ფეხის თითებიც დაგჭირდებოდათ), ძირითადად განვითარებად ქვეყნებში იყიდებოდა, ამიერიდან მისი შეძენა ნებისმიერ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

აშკარაა, რომ MS ამ ნაბიჯით ნეტბუკების ბაზარს უმიზნებს. მართალია, მათ განაცხადეს, რომ ნეტბუკებისთვის ცალკე OS არ გამოვა, მაგრამ მინი-ლეპტოპებზე მორგებული ვერსიას მაინც ვიხილავთ. ლოგიკურიცაა - Windows 7 Ultimate ერთი კარგი ნეტბუკის ფასი ეღირება და მისი შეძენა ამ მოწყობილობისთვის დაბალი ფასის მთელ ხიბლს კარგავს. ამიტომ გამოვა იაფი ვერსია, რომელზეც თავისუფლად იქნება შესაძლებელი ყოველდღიური ამოცანების შესრულება - ინტერნეტში სეირნობა, მეილის შემოწმება და ცოტა საოფისე საქმიანობა, სამაგიეროდ კი Windows პლატფორმის მთელი უპირატესობა ექნება.

ჭკვიანური სვლაა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-04-2009, 22:19:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ultimate "გრუზია" ძაან მაგასთან შედარებით, დაჟე სახლის კომპზე გადავწყვიტე Busines ვერსიის დაყენება, არაფერში მჭირდება მედიაცენტრი და ათასი ხარახურ რაც ულტიმეიტს მოყვება
25-04-2009, 20:21:07 | Gio_kiborg

Gio_kiborg
კი, Home Basic-ის გასაღები :D ეგეთი გზა თუ მოძებნე, მაინც არალეგალური იქნება და ბარემ Ultimate მაინც დააყენე :-)

ისე, ახლა გამახსენდა, ერთ ქართველ პროგრამისტს (herraldo ჰქვია forum.ge-ზე, CodeProject MVP-ა) ჰქონდა რაღაც მარტივი "პროგრამუკა" დაწერილი, ყველა ფანჯარას ერთ ფანჯარაში უყრიდა თავს და ტაბებად ხსნიდა. საინტერესოა, ნეტავ ის გამოდგება მაგ საქმისთვის?

Window Tabifier ჰქვია, შემინახავს ბედად. ამწუთას დავტესტე, მუშაობს შვიდში :-) ნახე აგერ: http://www.codeproject.com/KB/cs/WindowTabifier.aspx

ამან თუ გაამართლა, M$, მოვდივართ! :D
23-04-2009, 23:30:31 | domen

ისე, არ შეიძლება მოიძებნოს რამე უტილიტა (ან თვითონ ის ფაილი თუ პროცესი) რომელიც მოხსნის 3 პროგრამაზე შეზღუდვას?
თუმცა ნეტბუქებისთვის მეტი არაფერში არაა საჭირო ნამდვილად...
23-04-2009, 23:07:48 | Gio_kiborg

შეუზღუდავი, კარგი და იაფი Home Basic ვერსიაა :)
23-04-2009, 22:22:53 | Power_VANO

Plastic
ნწ, სამი ფანჯარაა მაქსიმუმი, მორჩა და გათავდა :-)

ნუ, იმ $30-ად (დაახლოებით ეს ფასი ღირს) მეტს ვერ გამოძალავ MS-ს .. :P
23-04-2009, 18:59:49 | domen

ჰუჰ, მართლა მაგარი ნიუსია. ყოჩაღ! +5

მაგრამ მაგ შეზღუდვას რესურსის მოხმარების ხარჯზე არ აკეთებს, კაცო? ანუ მე რომ გავხსნა: სამი ცალი 2 კილობაიტიანი პროგრამა, მაინც მეტყვის დავაი დახურეო? სტრანნო....

23-04-2009, 02:06:24 | Plastic-6

domen
ციტატა
(ჩვენთან ისეთი ფორუმელებიც მოიძებნენ, ვინც 7-ში პირველად Windows Classic თემა მოიკითხა :-))


რას გვერჩი კლასიკოსებს :D

კარგი, ნიუსია.

ეხლა ზოგადად რას ვფიქრობ ამ სისტემაზე:
ეგრე M$ ძირს ცუდი, ბოლოტი, ლინუქსი :D

ნეტბუკებისგან ხელი აიღე ბილ

უკვე გადანაწილდა სფეროები, M$-მა დიდი ხანია უკვე ნეტბუკები გამაზა, თუმცა კარგია რაც მეტი ასეთი პროდუქტი გამოვა :)
23-04-2009, 00:01:09 | otosaxel

"Windows Vista Starter ships on lower-cost computers sold by original equipment manufacturers (OEMs) and Microsoft OEM distributors in 139 countries"

საინტერესოა, ვის რამდენი თითი გვაქვს :D
22-04-2009, 22:26:37 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.