ATI/AMD Radeon HD 4770
ბოლო ერთი წელიწადია, ATI, AMD-ს დაქვემდებარებაში მყოფი გრაფიკული კომპანია საკმაოდ აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს, როგორც პროდუქციის, ასევე ფასების მხრივ. ATI-ს მონდომებით, დღეს 100$-ად შესაძლებელია მშვენიერი წარმადობის მქონე ვიდეო დაფების შეძენა. ასეთ რამეზე 1 წლის წინ ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. ბაზარზე განსაკუთრებით აგრესიული ATI მე-4 სერიის ვიდეო დაფების გამოჩენის შემდეგ გახდა, რომელიც ალბათ უდიდესი წარმატებაა კომპანიის ისტორიაში. ის, რაც Radeon HD 4850-მა და HD 4870-მა დაიწყეს, მოგვიანებით HD 4830-მა განაგრძო, მეინსტრიმ და ლოუ-ენდ ბაზარზე, ბოლოს კი HD4890-მა დააგვირგვინა, რომელმაც ATI-ს ის დამატებით მცირე წარმადობის მოგება მისცა, რაც NVIDIA-ს ახალი ვიდეო დაფების დასამარცხებლად იყო საჭირო. თუმცა, ყველაზე დიდი ფული ~100$-იან სეგმენტში მოდის, ამიტომ კონკურენტები მუდმივად ცდილობენ, ამ სეგმენტში აჯობონ ერთმანეთს.
დღეს მე-4 სერიის ახალი ვიდეო დაფა მოევლინა ქვეყანას, რომელსაც კონკურენციას NVIDIA-ს მხრიდან ჯერჯერობით ვერცერთი ვიდეო დაფა ვერ უწევს ფასი/წარმადობის მხრივ. გაიცანით - მისი ბრწყინვალება, ATI/AMD Radeon HD 4770, პირველი ვიდეო დაფა, რომელიც აწყობილია 40 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული გრაფიკული პროცესორის გამოყენებით.
HD 4770 დამზადებულია RV740 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე, რომელსაც გააჩნია 826 მილიონი ტრანზისტორი და მუშაობს 750 მჰც სიხშირეზე. ბირთვი საკმაოდ კომპაქტურია, მისი ზომებია 11 x 11 მმ (სიგრძე და სიგანე). ახალი ვიდეო დაფა აღჭურვილია 512 მბ GDDR5 ოპ. მეხსიერებით, რომელიც იყენებს 128 ბიტიან სალტეს და მუშაობს 800 მჰც (ეფექტური 3200 მჰც) სიხშირეზე.
40 ნმ ტექნოპროცესის გამოყენებით შესაძლებელი გახდა არა მარტო ვიდეო დაფის ელ. ენერგიის მოხმარების შემცირება (რომელის 4770-ისთვის 80 ვატს შეადგენს), არამედ საერთოდ, დამზადების ხარჯების შემცირებაც. იმისათვის, რომ HD 4770-ს საჭირო ენერგია მიეწოდოს, კვებისთვის საჭიროა დამატებითი 6-პინიანი PCI-Express კვების კონექტორი. რაც შეეხება გაგრილებას, იგი შედგება 2-სლოტიანი რეფერენს დიზაინის ქულერისგან. იმის გამო, რომ ვიდეო დაფა საკმაოდ გრილია, უახლოეს მომავალში ვიხილავთ ერთსლოტიან გაგრილების სისტემებს და არც პასიური გაგრილების სისტემების გამოყენებაა გამორიცხული.
Radeon HD 4770-ის გამოშვება, როგორც იცით, იგეგმებოდა 99$-იან საფასო სეგმენტში, თუმცა, ATI-მ გადაწყვიტა ახალი ვიდეო დაფის რეკომენდირებულ ფასად, თავდაპირველად, 110 ამერიკული მარადმწვანე დააწესოს. რა თქმა უნდა, HD 4770-ის ფასი მალე დაეცემა და 99$-იან "ტკბილ წერტილსაც" მიაღწევს.
Radeon HD 4770-ის პირდაპირ კონკურენტად NVIDIA-ს ბანაკიდან GeForce 9800GT ითვლება, რომლის დამარცხებაც, უფრო სწორად, მიწასთან გასწორება, ATI-ს ქმნილებას არ უჭირს. რეალურად, Radeon HD 4770 გვთავაზობს GeForce GTS250-თან მიახლოებულ წარმადობის დონეს.
ახალი ვიდეო დაფა უკვე გაიტესტა წარმყვანი ტესტ-ლაბორატორიების მიერ. შეგიძლიათ იხილოთ შედეგები და თქვენი თვალით შეაფასოთ HD 4770-ის შესაძლებლობები, რომელიც ასე მიმზიდველად გამოიყურება:
@ AnandTech
@ Hot Hardware
@ iXBT Labs
@ Hardware Canucks
@ Benchmark Reviews
@ Legion Hardware
@ Neoseeker
@ TechSpot
@ Guru3D
@ AMD Zone
@ TweakTown
@ PC Stats
@ Legit Reviews
@ Elite Bastards
აღსანიშნავია, რომ Radeon 4770 საკმაოდ ადვილად და კარგად ოვერქლოქირებადი ვიდეო დაფა აღმოჩნდა. სტანდარტული 750 / 3200 მჰც სიხშირეებიდან სულ ადვილად შეგიძლიათ 850 / 4000 მჰც-ზე ახვიდეთ. დამეთანხმებით, მშვენიერი შედეგია. მოკლედ, ყველას, ვისაც ახალი ვიდეო დაფის შეძენა გსურთ ~100$-იან საფასო სეგმენტში, გირჩევთ, სწორედ ATI Radeon HD 4770 შეიძინოთ. იგი დღეს საუკეთესო არჩევანია.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 2009 წლის მე-3 კვარტალში ATI გეგმავს გამოუშვას Radeon HD 5000 სერიის ვიდეო დაფები, რომლებიც დაფუძნებული იქნება RV870 გრაფიკულ პროცესორზე და პირველი ვიდეო დაფები იქნებიან DirectX 11-ის სრულყოფილი მხარდაჭერით.
ბეჭდვითი ვერსია | 28-04-2009, 19:49:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ნუ მწარმოებლის ტესტები ყოველთვის იდეალურ გარემოს ქმნის თავიანთი კარტებისთვის :D
8800 GT და 9800 GT ერთი და იგივე ვიდეოა, უბრალოდ, სახელი შეუცვალა NVIDIA-მ 8800-ს, ახალი ვიდეოს გამოშვების თავი რომ არ ჰქონდა.
8800/9800-ს კი კარგად ხნავს 4770, აი ტესტები ნახე, სხვადასხვა საიტებზე, ზემოთ რომაა ლინკები.
უბრალოდ, NVIDIA-ს ბირთვი არ უვარგა, GT200-ით ვერ აკეთებს ბიუჯეტურ ვიდეო დაფებს. G92 კიდევ უბრალოდ დაძველდა საშინლად მორალურად...