Windows 7-ის ტორენტული ბილდები ვირუსს შეიცავენ
Windows 7 საჯარო ბეტა ვერსიის გამოსვლის დღიდან წლის სიახლედ იქცა, MS-ის ახალი მიდგომის - მომხმარებლისთვის მოსმენის და მისი შენიშვნების გათვალისწინებს - გამო კი სისტემის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და მის გარშემო აჟიოტაჟი რამდენიმე თვეა, არ ჩამცხრალა. ერთ-ერთი "გასართობი" მომხმარებლისთვის მთელი ამ დროის განმავლობაში ტორენტებზე გაპარული ახალ-ახალი ბილდების დაქაჩვა და ინსტალირება იყო და Win7 RC-ს მოახლოებასთან ერთად სავარაუდო RC ბილდების დაქაჩვების რაოდენობაც გაიზარდა. ყველა ცდილობს, ნამდვილი RC რაც შეიძლება მალე, თუნდაც არაოფიციალური და საფრთხის შემცველი გზით ჩაიგდოს ხელში, არადა მისი ოფიციალური რელიზის დღე კარსაა მომდგარი - 5 მაისს ბილდი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. როგორც აღმოჩნდა, სავარაუდო RC ბილდების ტორენტებიდან ქაჩვას და ინსტალირებას გარდა დროის და DVD დისკების უაზროდ ხარჯვისა სხვა დიიიდი მინუსიც აქვს - აღმოჩენილია ბილდი, რომლის Setup.exe-ც (ინსტალაციის გამშვები) ვირუსს შეიცავს! ვიღაცამ ზუსტად ისე მოინდომა ხელის მოთბობა ამ აურზაურზე, როგორც მაკების ბოტნეტის შემქმნელმა. როგორც Neowin-ის ფორუმზე დაიპოსტა, setup.exe სინამდვილეში თვით-გაშლადი (self-extracting) არქივია, რომელშიც ორი ფაილი - ნამდვილი setup.exe და codec.exe-ა (ვირუსი) მოთავსებული. სისტემის განახლებისას კი (რისთვისაც აუცილებელია setup.exe ჩართულ სისტემაში გაუშვათ) ჯერ ეშვება ვირუსი, აინფიცირებს სისტემას და მხოლოდ ამის შემდეგ ეშვება ნამდვილი ინსტალატორი, რომელიც ანახლებს უკვე ინფიცირებული სისტემას, რაც ვირუსს არ აშორებს. ასე რომ, ზედმეტად ცნობისმოყვარეებს ინფიცირებული ახალი ბილდს იღებენ :-) ავტორს არ მიუთითებია, თუ რომელ ბილდებს ეხება ეს ცნობა, მაგრამ ძალიან მოსალოდნელია, მხოლოდ ერთი ბილდი არ იყოს ინფიცირებული. ბილდის შემოწმება მარტივია - სცადეთ setup.exe-ს WinRar-ით ან 7Zip-ით გახსნა. თუ გაიხსნა, ესე იგი, ინფიცირებული ბილდი გაქვთ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კვაზი-ოფიციალური MD5-ებით (არც მათი ნამდვილობა დადასტურებულა):
ჩვენ კი გირჩევთ, დაუცადოთ ოფიციალურ RC-ს. მით უმეტეს, რომ მის გამოსვლამდე თითქმის აღარაფერი დარჩა. ბეჭდვითი ვერსია | 28-04-2009, 22:07:00 | domen |
|
Power_VANO
ხო, მეც ეგ გადმოვწერე და setup.exe-ც შევამოწმე, ყველაფერი რიგზეა, მარა არის მართლა RC?