COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows 7 : გამოშვების ოფიციალური თარიღი და შეფუთვის არაოფიციალური სურათები

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2063


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 : გამოშვების ოფიციალური თარიღი და შეფუთვის არაოფიციალური სურათები
Windows 7 : გამოშვების ოფიციალური თარიღი და შეფუთვის არაოფიციალური სურათები

დიდი ხანია, ხმები დადის, რომ Win7 2010 წლამდე გამოვიდოდა. ცოტა ხნის წინ ეს ნაწილობრივ Acer-მაც დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ მათი 23 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ნეტტოპს (Z5600) Windows 7-ის საბოლოო ვერსია ექნებოდა, მაგრამ დღეს MS-მა ყველა ეჭვი გაფანტა - მათ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Windows 7-ის საბოლოო ვერსიის გამოშვება დაგეგმილია "ასვენების სეზონისთვის", რომელიც აშშ-ში დაახლოებით ნოემბრის ბოლოდან იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. ასე რომ, 2010 წელს მსოფლიო ახალი ოპერაციული სისტემით შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ეს დაახლოებით ორი თვით უსწრებს დაგეგმილ "სამწლიან ციკლს", რომლის მიხედვითაც MS ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გამოუშვებს ახალ სისტემას - Windows Vista Retail ბაზარზე 2007 წლის 30 იანვარს გამოჩნდა.



როგოც იცით, MS წყვილ-წყვილად უშვებს სამომხმარებლო და სერვერული ოპერაციული სისტემებს და პრეს-რელიზში აგრეთვე ნათქვამია, რომ Win7-ის სერვერული "მეწყვილე", Windows Server 2008 R2 Win7-თან ერთად (შესაძლოა დროში მცირე განსხვავება) გამოჩნდება ბაზარზე.

Windows 7 Home Premium Retail Package

ამასობაში კი არ ისვენებენ ის ტექ. მანიაკები, ვისაც "ცხვირი მხოლოდ სასუნთქად არ აქვს" და ინტერნეტში Windows 7 Retail პაკეტის შეფუთვის სურათებმა გაჟონა. მართალია, ეს შეიძლებოდა მოცლილის ფანტაზიის ნაყოფიც ყოფილიყო, მაგრამ istartedsomething-ზე დადასტურდა, რომ ეს ნამდვილად MS-ის შექმნილი შეფუთვებია.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-05-2009, 11:54:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

Plastic-6
ყველაფერი ეხერხებათ და გამოსდით მაგათ ამ ბოლო დროს :D
20-05-2009, 22:41:35 | domen

ეხერხება, აშკარად, MS-ს- შეფუთვების მომზადება.

რა თქმა უნდა, არა მარტო....
18-05-2009, 19:34:24 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.