COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ის რეკლამა №2: ყველაზე პატარა მიკროპროცესორი მსოფლიოში

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2065


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის რეკლამა №2: ყველაზე პატარა მიკროპროცესორი მსოფლიოში
Intel-ის რეკლამა №2: ყველაზე პატარა მიკროპროცესორი მსოფლიოში

როგორც უკვე იცით, Intel-მა რეკლამების ახალი სერიის გამოშვება დაიწყო, რომელიც გაერთიანებულია “Sponsors of Tomorrow” სახელის ქვეშ. პირველი სარეკლამო რგოლის სახელი "თქვენი როკ ვარსკვლავები ჩვენსას არ გვანან!" იყო. ამჯამად ქსელში უკვე მეორე რეკლამა გამოჩნდა, სახელად "ჩვენი დიდი იდეები თქვენსას არ გვანან" (Our big ideas aren’t like your big ideas).

რეკლამაში თავიდან რეპორტიორები ჩანან, რომლებმაც ბრიფინგზე დაიგვიანეს და შეხვედრაზე მიიჩქარიან. ოთახში შესულებს, მათ გასაკვირად, იატაკზე დაჩოქილი რამდენიმე ათეული ადამიანი ხვდებათ, რომლებიც რაღაც მცირე ობიექტს ეძებენ (შეიძლება ყველამ ერთად დაკარგა კონტაქტური ლინზა :)). ბოლოს ინტელის ერთ-ერთი თანამშრომელი პოულობს ამ პატარა ობიექტს, იღებს პინცეტით და ჰაერში წევს. დარბაზში ყველა თაშს უკრავს. რეპორტიორების კამერა ფოკუსში პინცეტს იღებს, ადიდებს მასშტაბს მაგრამ ვერაფერს პოულობს. რეპორტიორები გაოცებულები უყურებენ ჰაერში აღმართულ პინცეტს. თუმცა, ეს ხომ მსოფლიოში ყველაზე პატარა მიკროპროცესორის პრემიერაა! :)

მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეკლამა წინამორბედივით ეფექტური არაა, მასში მკვეთრადაა ხაზგასმული კომპ. სამყაროს კულტურის ის ნაწილი, რაც მას-მედიისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

Intel-ის ახალი რეკლამის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



ესეც რეკლამა:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-05-2009, 15:36:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

რატო მაგარი ეფექტურია :D
16-05-2009, 13:33:02 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.