Google Chrome 2.0
წელიწად-ნახევრის წინ Google-მა არც ისე არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა და გამოუშვა საუკთარი ბრაუზერი, Google Chrome. ბრაუზერი თავიდანვე გამოირჩეოდა სისწრაფით და სიმარტივით, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ახალ პროდუქტს, აკლდა "სიმწიფე" - პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც წლების მანძილზე იდება პროდუქტში და უფრო სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდის მას. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი Google არ წყვეტს და არც ანელებს საკუთარი ბრაუზერის განვითარებას და მის მომხმარებლებს უკვე 2.0 ვერსიით შეუძლიათ დატკბნენ. საკვანო შესაძლებლობად ახლაც სიჩქარე რჩება და, როგორც Google აცხადებს და დამოუკიდებელი ექსპერტებიც ეთანხმებიან, Chrome-ის ჯავასკრიპტის დამამუშავებელი ძრავი წარმადობის 30%-იან ზრდას აჩვენებს! შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება იმის დანახვა, რომ ბრაუზერი მართლაც შეუდარებლად სწრაფია ე.წ. "მძიმე", ანუ ჯავასკრიპტით გაჯერებულ გვერდებზე. ძველი და ახალი ჯავასკრიპტის დამამუშავებელი ძრავების შედარება, ოფიციალური ტესტი Google ასევე აცხადებს, რომ გაასწორა 300-მდე შეცდომა ბრაუზერში, რაც, რაღა თქმა უნდა, საგრძნობლად დაეტყობა ბრაუზერის სტაბილურობის საერთო სურათს. რაც შეეხება ინტერფეისთან დაკავშირებულ სიახლეებს, აქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ რაც არის, ნამდვილად დასამატებელი იყო - Google Chrome დღეიდან აქვს Full Screen რეჟიმი (არც ვიცოდი, თუ არ ჰქონდა!), სრულყოფილი Page Zoom (აქამდე Zoom-ისას მხოლოდ ტექსტის ზომა იცვლებოდა, სურათები და სხვა ობიექტები უცვლელნი რჩებოდნენ) და Form AutoFill, ანუ ფორმებში შეყვანილი ინფორმაციის დამახსოვრების და გახსენების უნარი.
Google Chrome 2.0 - ოფიციალური ანონსი ბმულების ნაკრები: Google Chrome - ჩამოტვირთვის გვერდი Google Chrome 2.0 - ოფიციალური ანონსი Google-ის ბლოგზე Google Chrome - ოფიციალური გვერდი ბეჭდვითი ვერსია | 23-05-2009, 21:22:00 | domen |
|
რამდენიმე დღეა ვიყენებ და ყველაფერში უპრობლემოა. ძალიან მომწონს. :)