Opera 10 Beta 1
სულ ორი დღის წინ გაცნობეთ Opera-ს ახალი ალფა ბილდის შესახებ, რომელშიც Opera Software-მა ახალი გარსი შემოგვთავაზა, დღეს კი უკვე Opera 10 Beta 1 გამოჩნდა და მოიტანა კიდევ რამდენიმე განახლება, ნამდვილად ინოვაციური, მაგრამ გამოყენების მხრივ საკმაოდ საკამათო.
პირველი, როგორც იქნა, Speed Dial ფანჯარაში გაჩნდა ღილაკი Configure Speed Dial, რომელიც საშუალებას იძლევა, Speed Dial-ების რაოდენობა .ini ფაილების ჩიჩქნის გარეშე შევცვალოთ (თუმცა თქვენს გემოზე ვერ დააყენებთ, წინასწარ განსაზღვრული სიიდან მოგიწევთ არჩევა) და Speed Dial-ს ნებისმიერი ფონი (background) ავაკრათ. მეორე და მთავარი შესაძლებლობა - "ვიზუალური ტაბები", ანუ ყოველი ტაბი აჩვენებს მისი შესაბამისი ვებ-გვერდის thumbnail-ს, დაახლოებით ისე, როგორც Speed Dial-შია. თუმცა ეს სიამოვნება ძალიან ბევრი პიქსელი ჯდება და არც ისე სავარაუდოა, რომ ვინმემ აქტიურად გამოიყენოს (თუ ეს ვინმე ძალიან დიდი ეკრანის მფლობელი არაა, დაახლოებით 21-24''-ის ფარგლებში). ამაზე, ეტყობა, Opera Software-შიც იფიქრეს და ეს ახალი შესაძლებლობა ახლადდაყენებულ ბრაუზერში გამორთულია. მისი ჩართვა ძალიან მარტივად შეიძლება - წაავლეთ ხელი Address Bar-ის ზედა საზღვარს და დაბლა დასწიეთ, ძველი სტილის, მხოლოდ საიტის სათაურიანი ტაბები გაიზრდებიან და ვიზუალურ ტაბებად გადაიქცევიან. პირდაპირ ზღვრული ვარიანტებს - ძველი სტილის ტაბებს და მაქსიმალური ზომის ვიზუალურ ტაბებს შორის ცვლა შეიძლება Address Bar-ის ზედა საზღვარზე თაგვის შუა ღილაკის დაწკაპუნებით. Opera 10 Beta 1-ის პირდაპირ ქართული სარკედან ჩამოტვირთვა შეიძლება ამ მისამართიდან (აქ შეგიძლიათ იხილოთ სარკეების ჩამონათვალი). ამ მისამართზე შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალური ანონსი (პოსტი DesktopTeam-ის ბლოგზე), აქ კი Opera 10 Beta-ს ოფიციალური ვებ-გვერდის დათვალიერება შეგიძლიათ. ბეჭდვითი ვერსია | 03-06-2009, 22:53:00 | domen |
|
domen
:)))