Windows 7-ის ფასთა სქემა ცნობილია!
როგორც ვწერდით, Win7-ის შესახებ მხოლოდ ფასთა სქემა რჩებოდა გაურკვეველი და სულ ცოტა ხნის წინ მასაც ნათელი მოეფინა. Engadget-ელებმა გამოაქვეყნეს ძალიან საინტერესო ჩანაწერის სკრინი, რომელიც დაწერილია Best Buy-ს თანამშრომლის მიერ და ეხება კომპანიის Windows 7-ის სხვადასხვა ვერსიების გაყიდვის სტრატეგიას. თუ ამ სურათის მიხედვით ვიმსჯელებთ, Windows 7 დაუჯერებლად დაბალ ფასებში გაიყიდება, 26 ივნისიდან Best Buy თავის მომხმარებლებს შესთავაზებ Win7-ის Vista-დან Win7-ზე განახლების (upgrade) წინასწარ ყიდვას, Home Premium ვერსიის ფასი იქნება $49.99 (იგივე განახლება XP-დან Vista-ზე $129.95 ღირდა), Professional-ის კი - $99.99 (Vista-ზე იყო $199.95). ეს კი 50-60%-იანი კლებაა. რაღა ვთქვათ - ვაჰ! ბეჭდვითი ვერსია | 05-06-2009, 23:54:00 | domen |
|
beka_sh
გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი (UGT) უკვე, აქვე შეგიძლია შეუკვეთო :)