ჩვენ ვწერდით, რომ Windows 7 RC-ს მფლობელებს ან 2010 წლის 1 მარტამდე RTM-ზე გადაბარგება მოუწევთ, ან ორ საათში ერთხელ გადატვირთვის ატანა, მაგრამ ეს მხოლოდ RC-ს მფლობელებს არ ეხებათ. თუ ვინმეს ისევ Win7 Beta უყენია, დროა, Win7 RC-ზე გადაბარგებაზე იზრუნოს, Beta ვერსია გადატვირთვებს 1 ივლისს დაიწყებს.
საკმაოდ ჭკვიანურად, Windows 7 RC MS-ის სერვერებიდან ჩამოსატვირთად 15 აგვისტომდე იქნება მისაწვდომი, ასე რომ, სიჩქარე საჭირო არაა, თუმცა თადარიგის დაჭერა არ გაწყენთ, ვისაც ჯერ ასე არ გაგიკეთებიათ, ჩამოტვირთეთ Windows 7 RC.
ეს გადაათვალიერეთ, გამოგადგებათ:
http://www.compinfo.ge/index.php?p=news&newsid=2025&area=1