COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Microsoft Security Essentials Beta

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2109


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft Security Essentials Beta
Microsoft Security Essentials Beta

მაკისტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი არგუმენტი PC პლატფორმის (ანუ MS-ის) წინააღმდეგ ვირუსების არსებობა გახლავთ (თუმცა ამ არგუმენტს დიდი დღე აღარ უწერია), ამიტომ Microsoft დიდი ხანია ცდილობს თავის მომხმარებლებს რამენაირად მიანიშნოს დაცვის აუცილებლობაზე (გახსოვთ შესაბამისი შეტყობინება XP-ზე?) და შესთავაზოს კიდეც საკუთარი უფასო ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა. აქამდე ამ მოვალეობას Windows Live OneCare ასრულებდა (და არც ისე ცუდ შედეგებს აჩვენებდა Av-Comparatives-ის ტესტებში), გუშინ კი გამოვიდა MS-ის ახალი ანტივირუსი, სახელად Microsoft Security Essentials (MSE), რომელმაც უნდა შეცვალოს OneCare - იდეაში, უკეთესობისკენ.



Windows Security Essentials

ანტივირის ინტერფეისი ზუსტად სიტუაციისთვის შესაფერისია - მარტივი, ნათელ ფერებში გაფორმებული და "ერთი კლიკით ყველა პრობლემის მოხსნის" სტილში გადაწყვეტილი. მოკლედ, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს გამოუცდელი მომხმარებლის ანტივირუსი. მის შესაძლებლობებზე ჯერჯერობით ბევრი არაფრის თქმა არ შეიძლება, ის სულ რაღაც ორი დღეა, რაც ღიად არსებობს და ტესტები ჯერჯერობით არცერთ ცნობილ ტესტერს არ ჩაუტარებია, თუმცა უნდა აღინიშნოს მისი ჰუმანურობა რესურსების მიმართ: თუ ვენდობით ერთ-ერთ უცხოურ ბლოგს, MSE-ს დაყენების შემდეგ სიჩქარის ძირითადი მახასიათებლები ასე იცვლება (პირველი შედეგი მიღებულია MCE-ს გარეშე, მეორე მისი დაყენების შემდეგ):

  • ჩატვირთვის დრო: 18.084 წმ | 18.342 წმ
  • გამორთვის დრო: 5.316 წმ | 5.714 წმ
  • გამოყენებული RAM (პროცენტებში) : 11% (929 მბ) | 12% (983 მბ)
  • გამოყენებული მოცულობა მყარ დისკზე: 21.507 გბ | 21.673 გბ

როგორც ხედავთ, ცვლილებები ძალიან უმნიშვნელოა (თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტესტები საკმაოდ ძლიერ კომპზე ჩატარდა და განსხვავება იმდენად საგრძნობი არ არის, რამდენადაც ეს იქნებოდა ჩვეულებრივ სამომხმარებლო კომპზე), მოკლედ, კარგი დასაწყისია. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს MS საბოლოო პროდუქტში.

ოფიციალური გვერდი: Microsoft Security Essentials Beta

ჩამოტვირთვა შესაძლებელია ოფიციალური გვერდიდან წესით შესაძლებელი უნდა იყოს ოფიციალური გვერდიდან, მაგრამ ამ წუთისთვის ჩამოტვირთვები შეჩერებულია, ამიტომ გთავაზობთ სარკეს ქართულ სერვერებზე:

Microsoft Security Essentians  - ვერსია Vista  და 7-სთვის

Microsoft Security Essentians  - ვერსია XP-სთვის



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-06-2009, 12:07:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

fashisti
წერია სიახლეში მითითებულ ბმულზე:

Intel Xeon E3110 overclocked from 3.0Ghz to 3.6Ghz
8GB DDR2-1066Mhz RAM
Nvidia GeForce 9600GT
64GB Solid State Drive
Windows 7 build 7229 x64 (Completely fresh installation)
25-06-2009, 14:57:02 | domen

ანუ მაგათ ისეთი ძლიერი კომპიუტერი აქვთ რომ 18 წამში ირთვება? და რომელ სისტემაზე ჩატარდა ტესტები?
25-06-2009, 14:38:29 | fashisti

არა, 21.5 გბ იყო გამოყენებული MCE-ს ინსტალირებამდე და 21.6 - ინსტალირების მერე.

დააკვირდი, როგორ წერია :-)
25-06-2009, 13:58:37 | domen

domen
ციტატა
გამოყენებული მოცულობა მყარ დისკზე: 21.507 გბ | 21.673 გბ

გბ.?!
ვახ, თუ მბ. უნდა დაგეწერა
25-06-2009, 13:55:48 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.