COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows 7-ის ოფიციაალური ფასთა სქემა

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2111


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7-ის ოფიციაალური ფასთა სქემა
Windows 7-ის ოფიციაალური ფასთა სქემა

დაახლოებით სამი კვირის წინ ინტერნეტში "გაიპარა" Best Buy-ს გეგმა Windows 7-ის გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც არაოფიციალურ (და ძალიან იმედისმომცემ) ინფორმაციას იძლეოდა Windows 7-ის ფასთა სქემის შესახებ. დღეს MS-მა ოფიციალურ ფასთა სქემა გამოაქვეყნა და შეიძლება ითქვას, რომ იმედები არც ისე გამართლდა.

Windows 7 Packaging

ფასთა სქემა ასე გამოიყურება:



 
Windows 7 Home Premium
Windows 7 Professional
Windows 7 Ultimate
ახალი კოპია
$199.99
$299.99
$319.99
განახლება Vista/XP-დან
$119.99
$199.99
$219.99
წინასწარ შეკვეთა*
$49.99
$99.99
-

 

"განახლების წინასწარ შეკვეთა" ზედმეტ განმარტებებს არ საჭიროებს, პირდაპირ სახელიდან მიხვდებით, სათქმელია მხოლოდ ის, რომ ეს სერვისი მოქმედებს დღეიდან (25 ივნისიდან) 31 იანვრამდე ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სერვისი მისაწვდომი იქნება კანადაში, იაპონიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში 15 ივლისიდან (დასრულების იმავე ვადით). მისი სარგებლობისთვის ოფიციალური Vista/XP-ს ლიცენზიის ქონაა საჭირო.

მოკლედ, არ გაამართლა მოლოდინმა, Home Premium საოცნებო $99-ის მაგივრად $199-ად გაიყიდება. როგორც ჩანს, ბევრს კიდევ დიდხანს მოუწევს გატეხილი სისტემების გამოყენება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-06-2009, 19:21:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

მე პირადად არც ვიყიდიდი
18-07-2009, 23:29:46 | uzgari

bagrati
Winndows 7-ის ვერსიებს შორის განსხვავებები შეგიძლია ნახო ვიკიპედიაზე, ელ. ფოსტას რაც შეეხება, სპამებში ნახე, ხანდახან იქ აგდებს ხოლმე :)
26-06-2009, 21:49:29 | domen

მე ლამერს გამაგებინეთ რა განსხვავებაა HOME PREMIUM>>PROFESSIONAL>>ULTIMATE? და კიდე ამ საიტის ფორუმზე დავრეგისრირდი 2ჯერ სხვადასხვა იმეილით მაგრამ არცერთზე არ მომსვლია დადასტურება და რა ხდება? სხვა წერილები ჩვეულებრივად მოდის
26-06-2009, 16:12:26 | bagrati

Oracle, კი, მადლობა, გავასწორებ ახლავე :)

Delphi, რას ერჩი მაგ შეფუთვას, მე მომწონს.
26-06-2009, 11:12:41 | domen

დღეიდან (25 იანვრიდან) 31 იანვრამდე

დომენ, აქ შეცდომაა, ალბათ უნდა იყოს დღეიდან (25 ივნისიდან) 31 იანვრამდე
26-06-2009, 09:31:27 | oracle

Cover-ი რუსი "პირატების" ნაჯღაბნს გავს
სწორი იყო და არი სტივიკა რომ იძახდა M$ და გემოვნება როგორც ვირი და ხურმაო
25-06-2009, 22:17:16 | Delphi

"ველოდებით Ultimate-ს უფასოდ"
25-06-2009, 21:45:51 | NetDevil

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.