COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » რა არის ბრაუზერი?

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2116


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
რა არის ბრაუზერი?
რა არის ბრაუზერი?

კარგი, ცოტა ხანი მოვეშვათ ტექ. მანიაკების სამყაროს და გავიხედოთ ქუჩაში. თქვენი ნაცნობებიდან რამდენი ერკვევა კიბერ სამყაროს ხლართებში? კარგი, ცოტათი, არა, ბევრად გავაადვილოთ: რამდენმა იცის, რა არის ბრაუზერი? და თქვენ გგონიათ, მხოლოდ საქართველოში ხდება ეს, განვითარებუილ ქვეყნებში კი ძაღლებმაც იციან ციფრული სამყაროს ანა-ბანა? წარმოგიდგენთ გუგლის (ან მინიმუმ გუგლის თანამშრომლის) მიერ ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერზე (Times Square) ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს:



გამოკითხულთა უმრავლესობას ბრაუზერი საძიებო სისტემა ჰგონია, მათ უმრავლესობას კი ბრაუზერი კონკრეტულად Google-ად წარმოუდგენია. ისეთიც მოიძებნა, რომლისთვისაც ბრაუზერი პირდაპირ ლურჯი e გახლავთ და ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ბრაუზერის შესახებ. თუმცა უნდა თქვას, რომ კლიპი სპეციალურად კომიკურ განწყობაშია დამონტაჟებული და არ ასახავს ნამდვილ შედეგებს, სინამდვილეში გამოკითხულთა დაახლოებით 8%-მა სწორად გასცა პასუხი.

და მაინც, რა არის ბრაუზერი?



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-06-2009, 17:00:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ის ზანგი რა მაგარი კაცი იყო :D
ისე, საქართველოში მგონი გამოსწორდა ცოტა სიტუაცია, ადრე IE-ს გარდა არავის არაფერი არ ეყენა, გაგონილიც არ ჰქონდა თითქმის არავის ოპერასა და მისთანების შესახებ :)
25-07-2009, 23:08:32 | M.W.S.

რავიცი... პროგრამა რომელიც კრიპტს აღიქვამს საიტად, ან "გოგლე" :D
29-06-2009, 14:59:19 | myname

და მაინც რა არი?
29-06-2009, 11:07:19 | akagege

browser-ს TCP/IP გადაყავს ფონურ რეჭიმში მემგონი:)
28-06-2009, 23:55:28 | Donvito

პრინციპში მართალი ხარ, ერთმა კაცმა გასცა მარტო მაგ პასუხი,
ის მომეწონა ჩემი მეგობარი მოვიდა და FF დამიყენაო
ჩემი ახლობლები რომ გამოკითხო იტყვიან მოვიდა და Opera დანიყენაო, ზოგმა Internet Explorer თუ არსებობს საერთოდ ისიც არ იციან :D
27-06-2009, 19:14:44 | Gio_kiborg

რა არის და პროგრამა ვებ საიტების სანახავად, მარტივი ენით ასე წარმომიდგენია და მართალი ვარ? :)
27-06-2009, 18:23:18 | Chacha

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.