COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Asus P6T7 WS SuperComputer

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2119


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Asus P6T7 WS SuperComputer
Asus P6T7 WS SuperComputer

Asus-მა, გამოუშვა მაგრამ რა გამოუშვა! უკვე ახალი ამბავი აღარ არის რომ Intel-ი გადავიდა ახალ არქიტექტურაზე. ამ არქიტექტურას არ ჩამორჩენილან დედა დაფების მწარმოებლები და უშვებენ შესაბამის მაზერებს. რა თქმა უნდა, არც Asus-ია გამონაკლისი, მაგრამ დღეს მისი საიტის თვალიერების დროს ვნახე განსაკუთრებული დედა დაფა, P6T7 WS SuperComputer. მართალია, აღნიშნული მოდელი გუშინ გამოშვებული არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, სიახლეს იმსახურებს. თუ გაინტერესებთ რატომ დააჭირეთ სრულად-ს.



რიტორიკას ბუმბერაზი კლასიკოსებიც მიყვებოდნენ, ჩვენ რა უფლება გვაქ არ გაყვეთ, ამიტომ შესავლით დავიწყოთ :-)
დედა დაფები, როგორც წესი, იყოფა ორ ან სამ კლასად - ე.წ. LOW END (ანუ ბიუჯეტური), HIGH END (ანუ უკანსაკნელი სუპერ-დუპერ) და ზოგჯერ მესამეც, MID END, რომელიც ამ ორს შორისაა.
როგორც წესი, Asus-ის ექსტრემალურ HIGH END მაზერებს აქვთ ცალკე ხმის დაფა, ანუ იგი არ არის ინტეგრირებული დედა დაფაზე. მაგ, სულ ახალი Rampage II Extreme-იც გამოდგება.

დედა დაფა აწყობილია FULL ATX ფორმ-ფაქტორის მიხედვით. მისი ზომებია: 30.5 სმ x 26.9 სმ
დაფისა და პროცესორის კვების სისტემა რეალიზებულია სტანდარტული 24 + 8 სისტემით.

რაც შეეხება, ჩიპსეტს:
ჩდილოეთ ხიდის ფუნქციებს  ითავსებს Intel X58, ხოლო სამხრეთისას კი ICH10R.
ამასთან ერთად, დედა დაფაზე დამონტაჟებულია 2 ცალი Nvidia NF200 ჩიპი.

Asus P6T7 WS SuperComputer მხარს უჭერს როგორც Core i7 პროცესორებს, ასევე Xeon-ის ახალ თაობას, რომელიც Nehalem არქიტექტურაზეა დაფუძნებული.

რაც შეეხება მეხსიერებას, როგორც ვიცით, კონტროლერი გადასულია პროცესორში. დედა დაფაზე დამონტაჟებულია 6 ცალი DDR3 SDRAM-თან თავსებადი სლოტი.

ახლა კი ყველაზე საინტერესო და განმაცვიფრებელი!

Asus P6T7 WS SuperComputer-ს აქვს შვიდი PCIe 2.0! მათგან ერთი x16 რეჟიმში მუშაობს, სამი x8-ში და სამიც როგორც x16 ასევე x8 რეჟიმებში. შთაბმეჭდავია, არა?!
თან პერიფერიისთვის რამდენი სლოტი რჩება...
თუმცა ზოგს პერიფერია ისევ PCI სლოტზე აქვს, მათ ეწყინებათ, რომ ამ მაზერს არ აქვს ეს სლოტი :)

ჩაშენებული პერიფერია/კონტროლერები

პირველი რაც საწყენია, ის არის რომ აწ უკვე კლასიკა, IDE ინტერფეისი აღარ გვაქვს. შესაბამისად, თუ ამ ინტერფეისზე რამე სერიოზული მოწყობილობა გაქვთ, მოგიწევთ შესამაბისი კონტროლერის შეძენა.
სამაგიეროდ, გვაქვს ახალი SATA და SAS ინტერფეისების მხარდაჭერა.
1) ინტელის, ICH10R უზრუნველყობს, 6 SATA პორტს, RAID 0, 1, 5, 1+0 და 10-ის მხარდაჭერით.
2) გარე Marvell-ის 2 X eSATA, თავსებადი, როგორც SATA 150, ასევე 300-სთან. თან აქვს RAID-ის ორი დონე 0 და 1. რა თქმა უნდა, ე.წ. ცხელი მიერთების (Hot Swap) შესაძლებლობაც.
3) ასევე Marvell-ის 2 x SAS ინტერფეისი, ესეც ასევე 0 და 1-იანი RAID დონეებით.

რაც შეეხება ქსელს, გვაქვს ორი გიგაბიტური ქსელის დაფა, Teaming-ის მხარდაჭერით.

გვაქვს 8 არხიანი HD, ინტეგრირებული ხმის ბარათი.

პორტები
დედა დაფას აქვს 12 USB 2.0 პორტის მხარდაჭერა. მათგან 6 I/O პანელზეა გამოყვანილი. დამატებით გვაქვს IEEE 1394a და S/PDIF პორტებიც.

Asus P6T7 WS SuperComputer, რა თქმა უნდა, გამოადგებათ აჩქარების მოყვარულებსაც. დედა დაფას აქვს საკმაოდ მძლავრი პროცესორის კვებისა და გაგრილების სისტემები.

რა თქმა უნდა, არის ისეთი სასარგებლო წვრილმანები, როგორიცაა ბიოსის დაზიანებისგან დაცვა და სხვა.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მეტ ყურადღებას G.P. Diagnosis Card იმსახურებს. რას ვაკეთებთ მაშინ, როცა სისტემა არ ირთვება? ვიწყებთ ცალ-ცალკე ნაწილ-ნაწილ დიაგნოსტიკას... ამ მოდულის დახმარებით კი ეს პროცედურა 90% შემთხვევაში შეგიძლიათ დაივიწყოთ - მოდული აჩვენებს თუ რაშია საქმე და უფრო სწრაფად შეგეძლებათ მოუგრიხოთ კისერი პრობლემას.
(ეს ინოვაცია არ არის, იმავე Asus-ის და სხვა მწარმოეებელის HIGH END დედა დაფეუკვე დიდი ხანია აქვს ასეთი სისტემა, მწარმებელს არ დავასახელებ :-P, თუმცა ერთერთი რის გამოც ჩემი მაზერით ვამაყობ ეს ტექნოლოგიაა, ამიტომ აქტიური წევრები მიხვდებიან, რა მწარმეოებელზეცაა საუბარი ;-))

მგონი შორსაც წავედით, ბევრით ვილაპარაკეთ და დასკვნის და ლინკების დროც მოვიდა.
როგორც გამოჩნდა, დედა დაფა გამოდგება როგორც აჩქარებისთვის, ასევე სათამაშო და სერვერულ პლათფორმებშიც.
მოკლედ, როგორც ჩანს,  P6T7 WS SuperComputer უნივერსალური დედა დაფაა, რომელიც ყველა ფუნქციას ღირსეულად იტევს.

Asus P6T7 WS SuperComputer



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-06-2009, 01:14:00 | otosaxel
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

არაუშავს, მაგრამ 7 PCI Epress სლოტი ვინმეს სჭირდება ?
03-07-2009, 07:18:46 | eXDrive

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.