COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel Nehalem-მა 6 გჰც-იანი ზღვარი დაძლია!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2126


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Nehalem-მა 6 გჰც-იანი ზღვარი დაძლია!
Intel Nehalem-მა 6 გჰც-იანი ზღვარი დაძლია!

დღეს Intel-ს ზეიმი აქვს. რატომ? იმიტომ, რომ Nehalem-მა 6 გჰც-იანი ზღვარი გადალახა. მაშინ, როცა კონკურენტის Phenom II პროცესორებზე მაქსიმალური მიღწეული სიხშირე 6893 მჰც იყო, Intel-ის ახალი არქტიტექტურის რეკორდი მხოლოდ მოკრძალებულ 5813 მჰც-ს შეადგენდა. ეს რეკორდი EVGA X58 SLI Classified დედა დაფისა და  სერვერული Xeon W3570 პროცესორის საშუალებით იქნა დამყარებული.

ამასობაში, გავიდა დრო და ერთ-ერთმა წამყვანმა ოვერქლოქერმა, Coolaler-მა 6 გჰც-იან ზღვარს გადააბიჯა. მან EVGA X58 Classified დედა დაფისა და Core i7 975 Extreme Edition პროცესორის საშუალებით 6092 მჰც სიხშირეს მიაღწია, რაც Nehalem არქიტექტურის აბსოლუტური რეკორდია დღეისათვის.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალური შედეგი, რისი ვალიდაციაც Coolaler-მა მოახერხა, 6061 მჰც-ია (რაც მაინც მეტია 6 გჰც-ზე). მოკლედ, ბრძოლა უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება. შეძლებენ კი Nehalem-ის მომდევნო სტეპინგის ბირთვები უფრო მაღალი სიხშირეების მიღწევას?





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-07-2009, 20:47:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

პროგრამა გადმოწერე CPU-Z და მასეთ ფანჯარასაც გახსნი
03-07-2009, 07:06:22 | eXDrive

აი ყოველთვის მაინტერესებდა სურათი რომ არის მანდ როგორ შედიან? თუ იცით მეც როგორ გავხსნა იგიე ფანჯარა გთხოვთ მითხარით. თუ პროგრამაა საჭირო არმინდა :)
02-07-2009, 20:05:43 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.