COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » 32 ნმ-იანი Intel Clarkdale პროცესორების ანონსი 2009 წლის მე-4 კვარტალში შედგება

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2128


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
32 ნმ-იანი Intel Clarkdale პროცესორების ანონსი 2009 წლის მე-4 კვარტალში შედგება
32 ნმ-იანი Intel Clarkdale პროცესორების ანონსი 2009 წლის მე-4 კვარტალში შედგება

საიტ Digitimes-ის ინფორმაციით, კორპორაცია Intel-მა 32 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული Clarkdale პროცესორების ანონსი ამა წლის მეოთხე კვარტალში გადმოიტანა. ადრინდელი ინფორმაციით, აღნიშნული პროცესორები ბაზარზე 2010 წელს უნდა გამოსულიყვნენ. როგორც ჩანს, ლურჯმა გიგანტმა გადაწყვიტა, ახალი პროცესორები მალე წარუდგინოს საზოგადოებას, რაც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა (ჩვენთვის, რა თქმა უნდა :))

გეგმის მიხედვით, ბაზარზე ახალი პროცესორების წილი წლის ბოლოსთვის 10% უნდა იყოს. რაც შეეხება კომპანიის სხვა პროცესორებს, მათი წილები შესაბამისად გადანაწილდება: Core i7 - 1%, Lynnfield ჩიპები – 2%, Core 2 Quad – 9%, Core 2 Duo E8000/E7000 – 35%, Pentium E5000/E6000 – 31%, Celeron E3000 და Atom – 8%, Pentium E2000 და Celeron 400 - 4%.

2010 წლის პირველი კვარტალისთვის კი Clarkdale ბირთვზე ბაზირებული პროცესორების წილი 20%-ს მიაღწევს, ხოლო 45 ნმ ტექნოპროცესზე აწყობილი ჩიპები კი თავის მაქსიმუმამდე, 78%-მდე ავლენ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-07-2009, 21:09:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

კაია მალე მაგრამ ადრინდელივით პრობლემური არ აღმოჩნდეს. თუ ის AMD იყო? მაღალ სიჩქარეზე რო ჭედავდა.
03-07-2009, 04:35:02 | giorgi22

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.