COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Web News » ლინგვისტუსის ბლოგი

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2138


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
ლინგვისტუსის ბლოგი
ლინგვისტუსის ბლოგი

ჩვენი ახალი რუბრიკა, ჯინეტის მიმოხილვა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, ასე რომ, გავაგრძელებთ საინტერესო ქართული ვებ-საიტების მიმოხილვას და ამას ყოველკვირეულ სახეს მივცემთ. ყველა მიმოხილული საიტი ჩაიწერება ბმულებშიც, საინტერესო ქართული საიტების კატეგორიაში. ასევე, საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც თავიანთი საიტები გამოგვიგზავნა მიმოხილვისთვის: დაგროვდა საკმაოდ ბევრი საიტი, რომელთა გამოქვეყნებასაც დრო სჭირდება, ასე რომ, შესაძლებელია, თქვენი საიტის მიმოხილვა რამდენიმე კვირა არ გამოქვეყნდეს.

რაც შეეხება დღევანდელ მიმოხილვას,  ვაგრძელებთ ქართული ბლოგების მიმოხილვას და გთავაზობთ ერთ ძალიან საინტერესო ბლოგს, რომელიც ეკუთვნის თამაშის "რა? სად? როდის?" ერთ-ერთ უცნობილეს მონაწილეს, ვახო ელერდაშვილს (იგივე ლინგვისტუსს).



მაშ ასე: linguistuss.wordpress.com

ლინგვისტუსის ბლოგი

ლინგვისტუსი წერს ყველაფერ საინტერესოზე (ძალიან საინტერესოდ!), განსაკუთრებით კი "სიტყვებზე, ენებზე, ისტორიებზე, წიგნებზე, შეკითხვებზე და ა.შ.". თუმცა ამჟამად მუშაობს, როგორც პროგრამისტი, ტექნიკურს მის ბლოგზე ბევრს ვერაფერს წააწყდებით. ძალიან სასიამოვნო წასაკითხია მისი კვლევები სხვადასხვა სიტყვებთან დაკავშირებით (ტექნიკური საზოგადოებისთვის გამოვყოფდი "ძაღლუკას" განხილვას), საინტერესოა მისი წერილიც ვირტუალურ მეობაზე და რა? სად? როდის? შეკითხვები. აქვე წააწყდებით ბევრ "წვრილმან" და საინტერესო ინფორმაციას ყველასთვის ნაცნობ ამბებზე (Love is, ტოტო კუტუნიოს სამაგიერო და ა.შ.). ბლოგზე წარმოდგენის შესაქმნელად ესეც კმარა, დანარჩენი თვითონ ნახეთ, ნამდვილად მოგეწონებათ :-)

დავამატებდი იმასაც, რომ ლინგვისტუსი ყოველდღიურად ამატებს ახალ-ახალ პოსტებს და ყველა პოსტს მოჰყვება პოდკასტი, რომელიც პოსტს გაგიხმოვანებთ. თუმცა პოდკასტი აშკარად ტოვებს წაკითხულის შთაბეჭდილებას, აკლია რა ცოცხალი საუბრის მანერა.

ასევე გირჩევთ გამოიწეროთ ბლოგის RSS არხი, რათა არცერთი პოსტი არ გააცდინოთ.

 



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-07-2009, 19:20:00 | domen
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

http://xixani.blogspot.com/
ესეც ნახე
02-08-2009, 15:30:43 | xixani

ნამდვილად ჭკვიანი ადამიანია, და მისი ბლოგი რათქმაუნდა ეჭვი არ მეპარება ძალიან საინტერესო იქნება . გადავხედავ
09-07-2009, 17:51:58 | Gioma

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.