COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Office 2010, The Movie

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2141


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Office 2010, The Movie
Office 2010, The Movie

Microsoft აქტიურად მუშაბს Office 2010-ზე, თუმცა ამჯერად მუშაობა მხოლოდ პროგრამით არ შემოიფარგლა და Office 2010-ზე სათავგადასავლო ჟანრის ფილმის გადაღებაც გადაწყდა! სიუჟეტი ვითარდება 2010 წელს, როცა უცნობი ჰაკერი ქმნის ფონტს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აიძულებს, მასზე დაწერილი ტექსტი დაიჯერონ. ჰაკერის წინააღმდეგ საბრძოლველად აბრუნებენ ძველ აგენტს, რომელმაც პირადი ტრაგედიის - მეწყვილის სიკვდილის - გამო დაანება თავი მუშაობას, აგენტი იწყებს ბრძოლას ...



დაიჯერეთ? მაშინ ტრეილერსაც უყურეთ და დარწმუნდით, რომ ეს მორიგი სარეკლამო ხრიკია :-)

საქმე ისაა, რომ MS ზედმეტად მონდომებულია, პოპულარიზაცია გაუწიოს Office 2010 და ზუსტად ამ მიზნით გადააღებინა არარსებული ფილმის ტრეილერი Dennis Low-ს. ფილმს ოფიციალური ვებ-გვერდიც კი გააჩნია, სადაც შეგიძლია რამდენიმე ტრეილერი ნახოთ და "გადამღები ჯგუფის" ბლოგიც კი მოინახულოთ (რომელიც სინამდვილეში Office 2010-ის ტექნიკური გუნდის ბლოგია).



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-07-2009, 16:17:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება


დახმარება მინდა ვინმესი - არცერთ ბროუზერში ფლეშ ფაილებს ხმა არ აქვთ. 2 დღეა მაგაზე ხმის გაკეთებაზე ვჩალიჩობ და არ გამოდის. სხვა ყველაფერი მუშაა, კინოებს, თამაშებს და მუსიკას ხმა აქცს. ყველაფერი წავშალე და თავიდან დავაყენე, მაგრამ არა - ფლეშ პლეერი, დრაივერები, ბროუზერები, რეესტრშიც რაღაც-რაღაცები, რაც უცხოურ საიტებზე მირჩიეს-ვცადე, მაგრამ არ მუშაობს. კეთილი ძია დამეხმარება ალბათ ვინმე აქ
11-07-2009, 20:22:31 | JohnDoe

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.