COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » კომპიუტერები USB 3.0-ით 2010 წლამდე გამოჩნდებიან!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2142


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
კომპიუტერები USB 3.0-ით 2010 წლამდე გამოჩნდებიან!
კომპიუტერები USB 3.0-ით 2010 წლამდე გამოჩნდებიან!

ამ ბოლო დროს, დედა დაფების ტაივანელი მწარმოებლებისგან ხშირად ისმის ინფორმაცია, რომ USB 3.0 დღის სინათლეს 2009 წლის ბოლოს იხილავს. თანაც, ამ დროისთვის იგი არა მხოლოდ რჩეულებისთვის, არამედ რიგითი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

USB 3.0-ს 10-ჯერ მეტი სიჩქარე ექნება, ვიდრე მის უფროს ძმას, 2.0-ს. ახალი ინტერფეისი, რომლის გამტარობა 5 გიგაბიტი/წამში იქნება, საშუალებას მისცემს მწარმოებელებს გამოუშვან ახალი ფლეშ დრაივები, მყარი დისკები და SSD-ები, რომლებიც ამ სიჩქარის გამოყენებას შეძლებენ.

სავარაუდოდ, NEC Electronics-ი ლიდერი იქნება USB 3.0-ის კონტროლერების წარმოებაში. კომპანიამ ერთი თვის წინ უკვე დაიწყო კონტროლერების დაგზავნა. სექტემბრიდან კი NEC-ი ყოველთვიურად ერთ მილიონ კონტროლერს დაამზადებს.

SuperSpeed USB Developers Conference-ის მიმდინარეობისას, რომელიც მაისში გაიმართა, წარმოდგენილი იყო USB 3.0-ზე მომუშავე მოწყობილობები და რეალური სიჩქარეები, რომლებიც აშკარად აღემატებოდნენ eSATA-ს გამტარობას (SATA II სტანდარტი, რომელიც დღესდღეობით გავრცელებულია, მაქსიმუმ 3 გიგაბიტ/წამ გამტარობას უზრუნველყოფს. SATA III სტანდარტის დანერგვა ჯერ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზენტაცია უკვე შედგა და არსებობს).

NEC-ის განცხადებით, 2011 წლისთვის USB 3.0-ით აღჭურვილი კომპიუტერების რიცხვი 140 მილიონი იქნება, 2012 წლისთვის კი ეს რიცხვი 340 მილიონამდე გაიზრდება. Microsoft Windows 7-ს, რომელიც ოქტომბერში გამოვა ბაზარზე, ამჟამინდელი ინფორმაციით USB 3.0-ის ოფიციალური მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა სამომავლოდ დაემატება, სერვის პაკეტის ან სპეც. განახლების სახით.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-07-2009, 17:16:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

რა კაია USB 3.0 თან 5 გიგაბაიტი მაგარია. აბა ველოდებით. ეგ როგორ იქნება თავისი მაზერთან ერთად გამოვა თუ ყველას ექნება?
11-07-2009, 17:02:11 | giorgi22

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.