ბეეევრი Xperia: Sony Ericsson X2, X3 და X5
ალბათ ყველას გახსოვთ Sony Ericsson-ის პირველი აპარატი Windows Mobile-ის ბაზაზე - XPERIA X1. X1 მშვენიერი აპარატი იყო და არის, თუმცა, იმის გამო, რომ ელიტარულ კლასში გადიოდა (XPERIA ჰაი-ენდ ბრენდია), ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ ჰქონდა, შესაბამისად, გაყიდვების რაოდენობაში რეკორდები ვერ მოიხსნა. ამჯერად Sony Ericsson-მა გადაწყვიტა, ბაზარზე უფრო აგრესიულად გამოუშვას ახალი მოდელები. XPERIA სერია მალე 3 ახალი მოდელით შეივსება. ბოლო ინფორმაციით, აპარატი მოძრავი QWERTY კლავიატურით, Windows Mobile 6.5-ის ბაზაზე მზადდება კოდური სახელით Vulcan. მისი კომერციული სახელი Xperia X2 იქნება. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს. მონობლოკი Rachael დიდი სენსორული ეკრანით და Android OS პლატფორმით წარმოდგენილი იქნება, როგორც Xperia X5. და ბოლოს, პატარა ზომის მონობლოკი პატარა კოდური სახელით - Kiki. მას არ ექნება კომუტატორის ფუნქციები, მაგრამ მაინც ელიტარულ კლასში გაერთიანებდება უფროს ძმებთან ერთად. მისი სახელი Xperia X3 იქნება. სამივე აპარატი სავარაუდოდ ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდება. ფასიც ალბათ XPERIA კლასის შესაბამისი იქნება. ბეჭდვითი ვერსია | 16-07-2009, 12:55:00 | Power_VANO |
|
იქნება X1-ზე დაწიოს ცოტა ფასები ამან, მივუახლოვდები ჩემს ოცნებას :D