COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ის "Lynnfield" Core i5 და Core i7 ანონსირებულია!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2194


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის "Lynnfield" Core i5 და Core i7 ანონსირებულია!
Intel-ის

კორპორაცია Intel-მა გუშინ 3 ახალი პროცესის ანონსირება გააკეთა - ბაზარზე ჩაეშვა Core i5 750, Core i7 860 და Core i7 870. მათი სიხშირეებია 2.66 გჰც, 2.8 გჰც და 2.93 გჰც, შესაბამისად. ცნობილია ფასებიც - Core i5 750 ეღირება 196 მარადმწვანე, Core i7 860-ის ყიდვას 284$-ად შეძლებთ. რაც შეეხება ტოპ-მოდელს, Core i7 870-ს, მისი ფასი 562 მწვანე პრეზიდენტის ტოლფასი იქნება.

Lynnfield ბირთვზე აწყობილი პროცესორები დამზადებულია 45 ნმ ტექნოპროცესით, მათი კრისტალის ზომა 296 მმ2-ია, ტრანზისტორების რაოდენობა კი 774 მილიონს უტოლდება. ასევე, გამოიყენება ახალი სოკეტი - LGA 1156. მომხმარებლის სასარგებლოდ, შემცირებულია პროცესორების მაქსიმალური ენერგომოხმარებაც - Bloomfield ბირთვზე დამზადებული High-End სეგმენტის პროცესორებისგან განსხვავებით, Lynnfield-ების მაქსიმალური ენერგომოხმარება, TDP 95 ვატის ტოლია.

Core i7 860-სა და Core i7 870-ს Hyper Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერაც აქვთ, რაც ოპ. სისტემას საშუალებას აძლევს 4 ბირთვიანი პროცესორი 8-ბირთვიანად აღიქვას და უფრო ეფექტურად გამოიყენოს მისი რესურსები. რაც შეეხება უმცროს ძმას, Core i5 750-ს, მას Hyper Threading-ი გათიშული აქვს.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



წარმოგიდგენთ მსოფლიოს წამყვანი ტესტ-ლაბორატორიების შეფასებებს ახალი პროცესორების შესახებ:

დასკვნას დავიწყებ იმით, თუ რა უნდა გააკეთოს AMD-მ Lynnfield-ის საწინააღმდეგოდ. Core i5 750 შესანიშნავი პროცესორია 196$-ად. ფაქტიურად, ის საუკეთესო 4-ბირთვიანი პროცესორია თავის ფასში. თითქმის ყველა ტესტში იგი სჯობნის AMD-ს Phenom II X4 965 BE, მიუხედავად იმისა, რომ AMD-ს ნაწარმი 50$-ით ძვირი ღირს. კი, შეიძლება ცოტა ფული დაზოგოთ და AMD 785G ინტეგრირებული ჩიპსეტის მქონე დედა დაფები იყიდოთ, მაგრამ თუ მიახლოებით 120$ ღირებულების მქონე დედა დაფებს შევადარებთ, AMD-ს პროცესორი, უბრალოდ, გადაჭარბებულად ძვირი ღირს. -- AnandTech

საბოლოოდ, Intel-მა მიაღწია იმას, რასაც მიზნად ისახავდა Lynnfield-ის გამოშვებით - Nehalem-ის მეინსტიმ სეგმენტში ჩამოტანას. ახალი  Core i5 და Core i7 800 სერიის პროცესორები შესანიშნავი დანამატია Intel-ის ისედაც მშვენიერი პროცესორების ასორტიმენტისთვის. P55 Express ჩიპსეტი კი სავარაუდოდ დედა დაფების მწარმოებლების მთავარი "სიყვარული" გახდება. იგივე ითქმის ოვერქლოქერთა საზოგადოებაზეც. -- Hot Hardware

Intel-ის ახალი Lynnfield Core i7-სა და Core i5-სგან წარმადობის მწვერვალების დაპყრობას არავინ ელოდა, თუმცა, ისინი მწვერვალს იმაზე მეტად მიუახლოვდნენ, ვიდრე უმეტესობა ელოდა. Lynnfield-ს ნამდვილად მოაქვს Nehalem არქიტექტურის წარმადობა და დიზაინი ახალ საფასო სეგმენტში. შედეგად, შემოდგომასა და ზამთარში უამრავი ენთუზიასტი სწორედ ამ ახალ არქიტექტურაზე გადაბარგდება. -- PC Perspective

ჯამში, Lynnfield-ი, ესაა Nehalem-ი ფართო საზოგადოებისთვის.

Intel-ის სამივე ახალი პროცესორი Lynnfield-ის ოჯახიდან უკვე გამოჩნდა ბაზარზე. მათი ყიდვა უკვე შესაძლებელია წამყვან ონლაინ-მაღაზიებშიც:

Intel Core i5 750
Newegg
Amazon
Tiger Direct

Intel Core i7 860
Newegg
Amazon
Tiger Direct

Intel Core i7 870
Newegg
Amazon
Tiger Direct

იმედი გვაქვს, ამ პროცესორებს საქართველოშიც მალე ვიხილავთ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-09-2009, 21:17:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ის ტეხავს ახალი სოკეტი რომ აქვს და აპგრეიდისთვიდ დედაპლატა უნდა გამოცვალო...
არადა ფასი (და როგორც ჩანს წარმადობა) იდეალურია....
10-09-2009, 13:29:02 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.