COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Seagate-მა ბაზარზე პირველი SATA III (6 გბ/წმ) დრაივი გამოუშვა

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2198


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Seagate-მა ბაზარზე პირველი SATA III (6 გბ/წმ) დრაივი გამოუშვა
Seagate-მა ბაზარზე პირველი SATA III (6 გბ/წმ) დრაივი გამოუშვა

დღეს Seagate-მა ბაზარზე პირველი SATA III მყარი დისკი გამოუშვა, რომელსაც მონაცემების გადაცემის შესაძლებლობა 6 გბ/წმ სიჩქარით შეუძლია (თეორიული მაქსიმუმი). ახალი Barracuda XT 7200 ბრუნი/წუთში სიჩქარიანი დისკების ოჯახში ერთიანდება.

2 ტბ-იანი მონსტრი აღჭურვილია 64 მბ-იანი კეშ-მეხსიერებით, რომელიც ყველაზე დიდია, რაც კი აქამდე მყარ დისკებში შეგვხვედრია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ SSD-ებში უკვე ვხვდებით 128 მბ კეშ-მეხსიერებას. ასევე, არსებობს კონტროლერები, რომლებსაც 256 მბ მეხსიერებასთანაც შეუძლიათ მუშაობა.

Seagate SeaTools-ის ბოლო ვერსიას უკვე აქვს Short-Stroking-ის მხარდაჭერა. Short-Stroking-ის დროს დისკი ინფორმაციის ჩასაწერად მხოლოდ გარე შრეებს იყენებს, შესაბამისად, წარმადობა დრამატულად იზრდება. მწარმოებლის განცხადებით, Short-Stroking-ირებული Barracuda XT, რომელიც 1 ტბ-ს გამოიყენებს, თავისუფლად შეძლებს 10000 ბრუნი/წუთში წარმადობის მქონე Western Digital Velociraptor-თან კონკურენციას.

ახალი მყარი დისკი (მოდელის ნომერი: ST32000641AS) ბაზარზე კვირის ბოლოს გამოჩნდება, მისი ფასი კი 299 მარადმწვანე ამერიკელი პრეზიდენტი იქნება. რაც შეეხება გარანტიას, იგი სტანდარტული იქნება Seagate-სთვის - 5 წელი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-09-2009, 14:08:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.