COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Microsoft Courier

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2215


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft Courier
Microsoft Courier
ტექნოლოგიურ სამყაროში ყოველთვის არის რაღაც მიმართულება, რომელიც ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ნეტბუკები, სენსორული ეკრანის (touch-screen) მქონე სმარტფონები, რევოლუციური მუსიკალური პლეერები – ყველა ამათგანს თავის დროზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა. ამ მომენტში კი ასეთი აჟიოტაჟის ერთ–ერთი გამომწვევია Tablet–ები (სრულად Tablet PC–ები), ანუ მოწყობილობები, რომლებიც მხოლოდ სენსორული ეკრანისგან შედგებიან, მოიხმარენ რაც შეიძლება ნაკლებ ენერგიას და აქვთ შესაძლებლობათა რაც შეიძლება დიდი ნუსხა.


დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს საკუთარი თავის პატივისმცემელი ტაბლეტი

დიდი ხანია დადის ჭორები სხვადასხვა კომპანიის მიერ ტაბლეტის გამოშვების თაობაზე და ათასგვარი კონცეპტუალური დიზაინებიც იქმნება (იხ. სურათი ზემოთ), მაგრამ რაიმე საფუძვლიანი ნამუშევარი ან ჩამოყალიბებული პროდუქტი აქამდე არ ჩანდა.

და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია Microsoft Tablet–ის შესახებ, რომელიც სრულიად განსხვავებულ იდეას და დიზაინს გვთავაზობს და შესაძლებლობათა უზარმაზარ არეალს ფარავს.


Microsoft Tablet–ის ვირტუალური მოდელის ფოტო

ტაბლეტი ჩვეულებრივი წიგნივით იკეცება და გარედან ტყავის ყდაში ჩასმულ ჟურნალს ჰგავს. შედგება ორი ეკრანისგან (ორი "გვერდისგან"), რაც შეადგენს კიდეც მის მთავარ ინოვაციას და უამრავ შესაძლებლობას ხსნის: მაგალითად, შესაძლებელია, ერთ გვერდზე ბრაუზერი გქონდეთ გახსნილი, მეორეზე პერსონალური ჟურნალი და სასურველი ტექსტი თუ სურათი პირდაპირ გადააკოპიროთ ვებ–გვერდიდან ჟურნალში. შეიძლება ერთ გვერდზე კონტაქტების სია გახსნათ, მეორეზე – რუკა და კონტაქტის რუკაზე გადათრევით მისი ადგილმდებარეობა ნახოთ, შეიძლება გვერდებზე ორი სხვადასხვა ჟურნალი გახსნათ და ერთმანეთში გაცვალოთ ინფორმაცია ...

და ბოლოს – რადგანაც კურიერის დიზაინი ემთხვევა ჩვეულებრივი წიგნის დიზაინს – შეიძლება უბრალოდ წიგნი გახსნათ ორივე ეკრანზე და ჩვეულებრივად იკითხოთ.

ტაბლეტს აქვს 3 MP ფოტოკამერა, რომლითაც სურათების გადაღებაცაა შესაძლებელი. მის ერთადერთ ღილაკს კი ეკრანების შუაში მოთავსებული Home ღილაკი წარმოადგენს, რომლითაც – მიხვდებოდით – ორივე ეკრანის Home გვერდებზე შეიძლება დაბრუნება.

ტაბლეტი ჯერჯერობით იდეის დონეზეა და რეალურად გარანტია იმისა, რომ ტაბლეტი ოდესმე დღის სინათლეს იხილავს, არ არსებობს, მაგრამ თუ დავეყრდნობით სხვადასხვა ავტორიტეტული ტექნოლოგიური გამოცემების "ინფორმატორებს" და შევხედავთ გაწეული სამუშაოს მოცულობას  – არსებობს მისი ვირტუალური მოდელი და არსებობს სადემონსტრაციო ვიდეორგოლიც (რომელშიც ერთ–ერთი კომპანიის ერთ–ერთი თანამშრომელი კურიერს იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში), შეიძლება ითქვას რომ შანსი (ძალიან!) დიდია, ეს მართლაც MS–ის ნამუშევარი იყოს და არა ვინმე მოცლილისა.

 Microsoft Courier–ის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ Gizmodo–ზე.

და ბოლოს, ვიდეორგოლი:




ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-09-2009, 17:40:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.