COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Foxit Reader v3.1.1

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2218


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Foxit Reader v3.1.1
Foxit Reader v3.1.1
PDF–ის გახსნა ყველას გვჭირდება, ამაზე არავინ დაობს. სადავო ნაწილი შემდეგია: რითი გავხსნათ ამ ფორმატის ფაილები? Adobe–მა ფორმატთან ერთად მისი წამკითხველიც (Adobe Reader) შექმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს უკანასკნელი ზომაში გაიზარდა, დამძიმდა და შეცდომებით გაივსო, რაც მომხმარებლისთვისაც ძალიან მოუხერხებელია და ჰაკერებსაც ახალ გზებს უხსნის კომპიუტერისკენ. ამიტომ დგება აუცილებლობა, შევცვალოთ Adobe Reader.


სწორედ აქ ჩნდება Foxit Reader, რომელიც ზუსტად იმავე მიზნით – PDF–ის წასაკითხავადაა შექმნილი. Adobe Reader–თან შედარებით ის ლამის ოთხჯერ მცირეა მოცულობაში, სწრაფიცაა და მსუბუქიც, ამ ვერსიაში პროგრამა კიდევ უფრო ოპტიმიზირებულია სისწრაფის მხრივ, გასწორებულია შეცდომები და დამატებულია რამდენიმე ახალი შესაძლებლობა. ესენია (ვინც ამ პროგრამას PDF–ის მხოლოდ წასაკითხად იყენებთ, შეგიძლიათ ამ სიას გადაახტეთ):

  • ძიება ინტერნეტში – PDF დოკუმენტში ფრაზის მონიშვნისას გვერდით გამოჩნდება პატარა ლუპა, რომელზე დაჭერითაც ამ ფრაზას Ask.com-ზე მოძებნით
  • Favorite Toolbar - toolbar, რომელზეც შეგიძლიათ განათავსოთ ხშირად მოხმარებადი ღილაკები
  • კომენტარების პანელი – პანელი, რომელიც საშუალებას იძლევა, სწრაფად გადაათვალიეროთ მთელ დოკუმენტში გაბნეული კომენტარები
  • შეზღუდვების ტაბი – File > Properties > Security მისამართზე შეგიძლიათ ერთად ნახოთ დოკუმენტის ყველა შეზღუდვა
  • MSAA–ს მხარდაჭერა – პროგრამის "რაღაც ნაწილები"  (რა ნაწილები, არ კონკრეტდება) მხარს უჭერენ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის ინფორმაციის მათთვის მოსახერხებელ ფორმატში მიწოდებას
  • სხვადასხვა განახლება პროგრამის ვიზუალურ მხარეში
სამაგიეროდ ა(ღა)რ შეიძლება პროგრამის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებული რეკლამის გათიშვა და პროგრამა რატომღაც ყველა გაშვებისას ადმინისტრატორის უფლებებს ითხოვს.

პროგრამის მიმდინარე ვერსიის (3.1.1.0928) ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგიძლიათ მიიღოთ.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 03-10-2009, 14:15:00 | domen
   

გამოხმაურება

3.0-ში ყველაზე მეტად მაინც ტაბებმა გაასწორა.
04-10-2009, 20:00:08 | JohnDoe

უფ რა კაია გამიხარდა დავისვენებ თანაც ეხლა მჭირდებოდა და ზუსტად გამოაქვეყნე რა

მადლობა domen
04-10-2009, 15:13:03 | giorgi22

irakla_89, რიდერით არა, მაგისთვის Foxit PDF Tools ან Foxit Phantom დაგჭირდება, ფასიანია ორივე.

თუმცა რიდერით დოკუმენტისთვის კომენტარების გაკეთება შეიძლება.
04-10-2009, 10:29:35 | domen

დარედაქტირდეს?
03-10-2009, 23:52:11 | irakla_89

კარგი ნიუსია აქვე ვიკითხავ pdf ფაილები რაიმე დამატებითი პროგების გარეშე შეიძლება თუნდაც ფოქსიტ რიდერით?
03-10-2009, 14:44:14 | irakla_89

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.