COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows XP Mode RTM სტადიაშია

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2219


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP Mode RTM სტადიაშია
Windows XP Mode RTM სტადიაშია
ნახევარი წლის წინ, აპრილში Microsoft–მა გამოაქვეყნა თავისი ახალი პროდუქტის, Windows XP Mode–ის ბეტა ვერსია, რომელიც შემდეგ პრობლემას წყვეტს: Windows 7–ს აქვს საკმაოდ კარგი თავსებადობა Windows XP–სთვის დაწერილ პროგრამებთან, მაგრამ პლატფორმათა განსხვავებების გამო ეს თავსებადობა სრული არაა, ეს კი იწვევს იმას, რომ საკმაოდ ბევრი XP–სთვის დაწერილი პროგრამა 7–ში უბრალოდ არ მუშაობს.



მოკლედ რომ ვთქვათ, XP Mode დაფუძნებულია Microsoft Virtual PC–ზე და ქმნის ვირტუალურ XP–ურ გარემოს შვიდთან არათავსებადი პროგრამებისთვის, ანუ ეს უკანასკნელნი ეშვებიან მათთვის ბუნებრივ პირობებში და მუშაობენ ჩვეულებრივად, ამასობაში კი ეს ყველაფერი ხდება Windows 7–ში. გრძელი განმარტებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სიახლე Windows XP Mode.

დღეს კი MS–მა განაცხადა, რომ XP Mode მზადაა წარმოებაში ჩასაშვებად და 22 ოქტომბერს, Windows 7–თან ერთად იხილავს დღის სინათლეს.

შეგახსენებთ, რომ Windows XP Mode–ით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ Windows 7 Professional, Enterprise და Ultimate ვერსიის მფლობელებს. სხვებისთვის, სამწუხაროდ, XP Mode საერთოდ არ იქნება მისაწვდომი.

მეტი ინფორმაცია Windows Team Blog–ზე შეგიძლიათ მიიღოთ. Windows XP Mode RC–ს ჩამოტვირთვა კი ამ მისამართიდან შეგიძლიათ.




ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-10-2009, 12:13:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

3D თამაშებზე გამოდგება ნეტავ? მეეჭვება
05-10-2009, 14:10:53 | Gio_kiborg

ეგ უკვე ამოწერილი მაქვს და ხოშიანად მუშაობს
ჯერ არ გაუჭედავს და რავი აბა.
04-10-2009, 19:54:51 | JohnDoe

არა, მხოლოდ პროგრამებს. :) დრაივერები ვისტასი მაინცაა საჭირო 7-ისთვის.
04-10-2009, 16:01:51 | domen

domen
ეს დრაივერებსაც ეხება?
04-10-2009, 15:27:49 | chiora-chiora

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.