DirectX 11 მეინსტრიმში: ATI Radeon HD 5770 & 5750
პირველი DirectX 11-ის მხარდამჭერი ვიდეო დაფები AMD/ATI-მ სულ რამდენიმე კვირის წინ გამოუშვა. ჯერ ერთი თვეც კი არ გასულა მას შემდეგ! მიუხედავად იმისა, რომ Radeon HD 5870 და 5850 გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა წარმადობისა და ფასის შეფარდების გამო, ბევრისთვის ისინი მაინც მიუწვდომელია. რატომ? მათი ფასები - 379 და 259 მარადმწვანე ბევრისთვის მაინც ხელმიუწვდომელია. აქვე არის მეორე გარემოებაც - ბევრი მომხმარებელი იყენებს 17/19/22"-იან მონიტორებს, მაქსიმუმ 1680X1050 გარჩევადობით და ისეთი სიმძლავრის ვიდეო დაფები, როგორიც Radeon HD 5870 და 5850-ია, უბრალოდ არ სჭირდებოდეს.
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მეინსტრიმ ბაზარი, ბაზარი რომელიც მწარმოებლისთვის ყველაზე მომგებიანია, რადგან პოტენციური მომხმარებლების დიდი ნაწილი სწორედ ამ სეგმენტშია. მოკლედ, 2 დღის წინ AMD/ATI-მ ბაზარზე ოფიციალურად გაუშვა Radeon HD 5770 და 5750. 1 გბ GDDR5 მეხსიერებით აღჭურვილი ვიდეო დაფები 159 და 129$ ეღირება, შესაბამისად. მალე ამ სიას შეემატება HD 5750 512 მბ მეხსიერებით, რომლის ფასიც სულ რაღაც 109 მარადმწვანე პრეზიდენტი იქნება. სამივე ვიდეო დაფა აღჭურვილია ორი DVI და ერთი HDMI პორტით, შესაბამისად, ერთდროულად გამოსახულების გატანა შესაძლებელია 3 მონიტორზე. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს Radeon 5700 სერიის ვიდეო დაფებში გამოყენებულია 40 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული ჩიპი, კოდური სახელით Juniper. იგი შედგება 1.04 მილიარდი ტრანზისტორისგან და მისი ზომა სულ რაღაც 166 კვადრატული მმ-ია. შედარებისთვის, Radeon HD 5870-სა და 5850-ში გამოყენებული ჩიპის, Cipres-ის ზომა 334 მმ2-ია. სწორედ ეს აძლევს საშუალებას ATI-ს, შეამციროს ვიდეო დაფების დამზადების ხარჯები და მძლავრი პროდუქტები წარმოადგინოს 100-200$-იან შუალედში.
დღეისთვის ამ საფასო სეგმენტში ATI-ს ოთხი ვიდეო დაფა იყიდება: Radeon HD 4890, 4870, 4850 და 4770. წარმადობის მხრივ, Radeon HD 5770 დაახლოებით HD 4850-ის დონეზე დგას, შესაბამისად, ალბათ სწორედ აღნიშნული ვიდეო დაფა იქნება ჩანაცვლებული ავტომატურად. ცხადია, დროთა განმავლობაში მე-4 სერიას მთლიანად ჩაენაცვლება მე-5. დღევანდელი პროგნოზებით, 40 ნმ ტექნოპროცესზე დამზადებული 4770-ის ფასი დაიკლებს, 2010 წლის პირველ კვარტლის ბოლოსთვის კი ბაზრიდან HD4850-თან ერთად გაქრებიან 4870-ცა და 4890-იც. წლის ბოლომდე ATI გეგმავს კიდევ ერთი Ultra-High End ვიდეო დაფის გამოშვებას, კოდური სახელით Hemlock. მისი საბაზრო დასახელება იქნება Radeon HD 5870 X2 და ცხადია მისი მიზანი ATI-სთვის წარმადობის გვირგვინის დასაკუთრება იქნება. მომავალი წლის დასაწყისში კი ვიხილავთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომ Radeon HD 5600 სერიის ვიდეო დაფებს. ესეც ATI-ს ახალი და ძველი პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლების ცხრილი:
ბეჭდვითი ვერსია | 16-10-2009, 20:19:00 | Power_VANO |
|
თან წარმოიდგინე, 8800GTX-ის წარმადობის დონეზე უკეთესი აგერ მაგ 129/109$-იან Radeon HD 5750-ს აქვს :D