ტიმ ბერნერს–ლი: ბოდიში სლეშისთვის
რამდენიმე დღის წინ World Wide Web Consortium–ის ფარგლებში CNN–ის ჟურნალისტმა ნახევარსაათიანი ინტერვიუ ჩაიწერა ადამიანთან, რომელიც ითვლება ინტერნეტის შემქმნელად (თუ ნაკლებ ხმამაღლა და საქმიანად ვიტყვით – იდეის და ძირითადი პროტოკოლების დამამუშავებლად). ეს ადამიანი გახლავთ ტიმ ბერნერს–ლი (Tim Berners-Lee), M.I.T–ის პროფესორი და W3C–ს დირექტორი.
ტიმ ბერნერს–ლი 2005 წლის 18 ნოემბერს (წყარო: ვიკიპედია) ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტმა დასვა ნახევრად სახუმარო კითხვა: "რას შეცვლიდით, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ" და ტიმმა უპასუხა: "http://–დან ორმაგ სლეშს მოვაცილებდი! ის აბსოლუტურად უსარგებლოა და წარმოიდგინეთ, რამდენ სამუშაო საათს და ხეს გადავარჩენდით, ის რომ არ არსებობდეს!". ესეც ინტერვიუს ჩანაწერი, საინტერესო მომენტი 2:57–ზე იწყება: ბეჭდვითი ვერსია | 16-10-2009, 22:23:00 | domen |
|
არა, ხის გადარჩენაში იგულისხმება, რომ ბმულის ამობეჭდვისას არ იქნებოდა საჭირო ორმაგი სლეშის ბეჭდვა, რაც დასაბეჭდი ფურცლების რაოდენობას ამცირებს და შესაბამისად - იმ ფურცლების დასამზადებლად მოჭრილი ხეების რაოდენობასაც :-)