COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows 7 ოფიციალურად გამოვიდა!

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2243


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 ოფიციალურად გამოვიდა!
Windows 7 ოფიციალურად გამოვიდა!

როგორც ჯერ არაოფიციალურად გახმაურდა და შემდეგ ოფიციალურადაც დადასტურდა, Microsoft–ის წარმატებული ოპერაციული სისტემის, Windows 7–ის გამოსვლა 22 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. MS–მა თავის უკვე ჩვეულ პუნქტუალობას არ უღალატა და ახალი ოპერაციული სისტემა ოფიციალურად მოევლინა ტექ. სამყაროს. მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Amazon–ის საშუალებით (სხვათა შორის, Win7–მა წინასწარი შეკვეთების ყველა რეკორდი მოხსნა Amazon UK–ზე), თუმცა ჩვენს პირობებში ეს ნაკლებ მოსალოდნელია. ამიტომ შეგიძლიათ ტორენტებზე მოიძიოთ Win7 Build 7600, რომელიც არის კიდეც RTM ვერსია.

Aero Peek triggered from Windows Flip

ვინც აქტიურად გვადევნებდა თვალყურს, მათთვის ეს სიახლე გასაკვირი არ იქნება და Windows 7–ზეც, ასე თუ ისე, გარკვეული ინფორმაცია ექნებათ, მათ კი, ვინც აქამდე ჭურში იჯდა, გთავაზობთ ჩვენთან ჯერ კიდევ წინა წლიდან გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან სიახლეებს Windows 7–ის შესახებ.

სულ თავიდან, MS–მა გადადგა სწორი ნაბიჯი და Windows 7–ის მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნა სტივენ სინოფსკი, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის სისტემის წარმატებაში (სხვათა შორის, ის დააწინაურეს და უკვე მთელ Windows მიმართულებას ხელმძღვანელობს). რამდენიმე თვის შემდეგ PDC 2008–ზე პირველი, ნამდვილად დამაიმედებელი და საინტერესო დეტალებიც გამოჩნდა, რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვა Windows 7–ის ყველასთვის მისაწვდომი ოფიციალური Beta.



ტესტირებების პირველი სტადიის შემდეგ გამოქვეყნდა Windows 7 RC–ს ცვლილებების სია (აქვს შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია Windows 7–ის ძირითადი ვიზუალური შესაძლებლობების შესახებ). მალევე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  სისტემა წინა ვერსიებთან შედარებით უფრო მოდულარული იქნებოდა და ისიც გაირკვა, რომ Windows 7 Starter–ს შედარებით მეტი ფუნქციონალობა ექნებოდა და ნეტბუკებზე იქნებოდა გათვლილი (სულ მალე კი სამი პროგრამის შეზღუდვაც მოიხსნა). ამასობაში კი RC ოფიციალურადაც გამოვიდა.

Windows 7 Packaging

ამის შემდეგ გაირკვა Windows 7–ის ფასთა სქემა და გამოქვეყნდა ინფორმაცია “საოჯახო პაკეტების” შესახებ. გამოჩნდა განახლების ცხრილიც, რომელიც გვარკვევდა, თუ რომელი ოპ. სისტემის მფლობელს შვიდის რომელ ვერსიაზე გადასვლის უფლება ეძლეოდა.

Windows 7 Upgrade Advisor

გამოჩნდა Windows XP Mode–იც, ანუ ტექნოლოგია, რომელიც მოძველებული პროგრამების Windows 7–ში გაშვების საშუალებას იძლევა. გამოქვეყნდა Windows 7 Upgrade Advisor, პროგრამა, რომელიც თქვენს კომპიუტერს Windows 7–ისთვის მზაობაზე ამოწმებს. EU–ს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კი MS–მა ბრაუზერების “ასარჩევი ეკრანის” სისტემაში ინტეგრირებაც გადაწყვიტა.

ასევე გამოვაქვეყნეთ Windows 7–ის მის წინამორბედებთან შედარების დაწვრილებითი ტესტები, რომელიც ძალიან დეტალურად ამოწმებს Windows 7–ის, Vista–ს და XP–ის ყოველდღიური რუტინული სამუშაოების შესრულების სისწრაფეს და ტესტავს მათ სხვადასხვა უტილიტის გამოყენებით.

ამის შემდეგ კი Windows 7–ის RTM ვერსიაც გამოჩნდა. :–)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-10-2009, 20:21:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

იგივე რომაა ეგ ხომ იასნია
2 თვის წინ წავიკითხე, რომ ვინდოუსის ყუთების დაბეჭდვა დაიწყო და ჩაწერებიო და აბა რაღას შეცვლიდნენ
25-10-2009, 23:07:48 | JohnDoe

არაფერი
ხომ გითხარი სიახლეშივე წერია
ballot screen- ბრაუზერის ასარჩევი ეკრანი აქვს IE8-ს მაგივრად
24-10-2009, 11:07:15 | Gio_kiborg

ანუ გამოდის 22-ში გამოუშვეს ევროპული ვერსია? ამერიკული უკვე 8/6/2009-ში გამოშვებული დატოვეს?

საინტერესოა განახლებები როგორაა ამ N ვერსიაში
23-10-2009, 17:40:57 | sikvdila

Windows 7 Ultimate N (x86) - DVD (English)
ამაზე იძახი?
N არის ევროკავშირისთვის IEამოცლილი ვერსია აი რაა განსხვავება (სიახლეშიც წერია მაგ ამბავზე) 10.22.2009-ში რომაა ხომ დადებული?
en_windows_7_ultimate_n_x86_dvd_x16-13640.iso ეს ფაილი
მაგას პრინციპის გულისთვის არ დავაყენებ კომპზე :D
გასკდნენ Unix-ოიდები გულზე :D :D :D
23-10-2009, 17:26:10 | Gio_kiborg

Gio_kiborg სამწუხაროდ ეგ არაა ბოლო ვერსია. ვერსია რომელიც მე მაქვს და ალბათ ყველას გვაქ არის გამოშვებული 8/6/2009 რიცხვში. ბილდ: 7600.16385.090713-125, რომლის SHA1 და CRC ჰეში აბსოლიტურად იდენტურია იმისა რაც შენ დაწერე თუმცა მანდვეა ახალი 22 რიცხვში დადებული.

სადაც ეგ ნახე მანდ ჩამო ცოტა დაბლა და ნახავ, რომ 10/22/2009 რიცხვში გამოშვებულს სხვა ჰეში და სახელი აქვს, შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდეს მაგრამ რაც ჩვენ გვიყენია ეს არაა 22-ში გამოშვებული ანუ სხვაა :)
23-10-2009, 17:20:51 | sikvdila

http://technet.microsoft.com/en-us/subscriptions/downloads/default.aspx?pv= 36:351
(შესაძლოა Live ID დაგჭირდეს სანახავად)
გვერდით მენიუში აირჩიე Operating Systems და მერე Windows 7 )
23-10-2009, 17:02:09 | Gio_kiborg

Gio_kiborg შეგიძლია მაჩვენო სად დევს ეგ Microsoft-ის საიტზე?
23-10-2009, 13:36:54 | sikvdila

fashisti
ეგ ვერსია ატვირთული მაქვს უკვე ქართულ სერვერზე: Download

sikvdila
Microsoft-ის საიტზე წერია:

ციტატა
Windows 7 Ultimate (x86) - DVD (English)

Includes: Ultimate; 08-24-2009
Details
Keys
Download
File Name: en_windows_7_ultimate_x86_dvd_x15-65921.iso Date Posted (UTC): 8/6/2009 9:59:56 AM
SHA1: 5395DC4B38F7BDB1E005FF414DEEDFDB16DBF610 ISO/CRC: C1C20F76
Available to Levels: TechNet Plus SA Media; TechNet Plus (Retail); TechNet Direct (Retail); TechNet Plus (VL); TechNet Plus Direct (VL); TechNet Cert Partner; TechNet Gold Cert Partner; TechNet Plus Consumer Service Professional Pilot;


ანუ 100%-ით იგივე ვერსიაა, არც განახლებებია ჩაინტეგრებული, ინსტალაციის შემდეგ გაუშვი აპდეითები,

აქტივატორი შეგიძლია არც გამოიყენო, 1 თვის მანძილზე გამოჩნდება ახალი 100%-ით მუშა აქტივატორი, რომელიც არ დაიბლოკება განახლებებზე
23-10-2009, 13:12:18 | Gio_kiborg

ანუ რა გამოდის რაც გვიყენია ეხლა ეგაა საბოლოო ვერსია? ლოლ
ბოლო-ბოლო განახლებები მაინც ჩაეენტიგრბინათ
23-10-2009, 11:01:07 | sikvdila

sikvdila, ბილდი სავარაუდოდ (ზუსტად ერთი ბალმერმა იცის) ეგაა, პატარა განახლებებს Windows Update-ითაც მიიღებ :)
23-10-2009, 10:05:16 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.