COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Daemon Tools Lite v4.35.5

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2248


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Daemon Tools Lite v4.35.5
Daemon Tools Lite v4.35.5

განახლდა ერთ–ერთი საუკეთესო ვირტუალური დისკის სოფტი, რომელსაც შეუძლია თქვენს სისტემაში ვირტუალური დისკ დრაივის (დისკამძრავის) დამატება და მასში დისკის ასლების გაშვება (დისკის ასლებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში).

ერთ–ერთი უმთავრესი სიახლე ჩვენთვის ამ ვერსიაში ისაა, რომ ფორუმელმა sikvdila თავისი ძალებით, DT Soft–თან შეთანხმებით გააქართულა პროგრამა და ამიერიდან Daemon Tools–ის ქართული ინტერფეისი მისაწვდომი იქნება მის ყველა მომდევნო ვერსიაში ყველანაირი ზედმეტი მანიპულაციების გარეშე. უბრალოდ შედით Preference–ებში და ენებში აირჩიეთ Georgian (ქართული).

Windows 7–ის მომხმარებლებისთვის საყურადღებოდ: არ მოგატყუოთ ინსტალაციისას ამომხტარმა შეტყობინებამ არათავსებადობის შესახებ, პროგრამა მხარს უჭერს თქვენს სისტემას და მისი დაინსტალირება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.



პროგრამის მიმდინარე ვერსიის (4.35.5) ჩამოტვირთვა შეგიძლიათ პროგრამის ჩამოტვირთვის გვერდიდან, ოფიციალური გვერდი კი აქაა მისაწვდომი. გაქართულების თემა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფორუმზე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-10-2009, 19:20:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

ბმულები შესაბამის თემაზე


გამოხმაურება

ხალხო ეგრევე რო დაესხმებით და სხვის კრიტიკას იწყებთ, ეს არ ვარგა ის არ ვარგაო, ამას ჯობია ბოდიში და თუ რამის ტრაკი გავთ ამ კაცთან ერთად ან თუნდაც მარტომ იმუშავეთ ამ პრობლემებზე. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გვქონდეს ქართულ ენაზე პროგრამები. თუ გაქვთ შესაბამისი ცოდნა ცოტა მაინც ნუ ზარმაცობთ გამოიჩინეთ ენთუსიაზმი და გააკეთეთ ეს საქმე.
(ნეტა მე მქონდეს ამ საქმეში ცოდნა და არ გამკეთებლის .......)
31-01-2010, 14:15:37 | gigasan

daemon-ის გამო ვინდოუსს ნამდვილად არ გადავაყენებ (Power iso-ც კარგად გამოდგება როცა მჭირდება ხოლმე) ისე კი მეც გეთანხმები რომ 7100-ის ბრალი უნდა იყოს

და 22 ოქტომბერს გამოსული იგივე 7600-ია? ალბათ გეცოდინება
01-11-2009, 12:06:52 | Mer1

როგორც მივხვდი შენ 7100 ბილდი გაქ? დააყენე 7600 ბოლო და მერე ნახე. ვისაც კი აქვს 7-ზე ავქს და ეხლა ეგ გავიგე შენგან პირველად. მეც 70ზე მაქ დაყენებული
01-11-2009, 01:22:33 | sikvdila

არ ვიცი რას დავაბრალო მარა რო დავაყენე ეს DAEMON-ი რესტარტის შემდეგ ჩემმა ვინდოუს 7 მა ლურჯი ეკრანით მახარა, დაზიანების ტავიდან ასაცილებლად ვინდოუსი ავტომატურად გაითიშაო (როგორც იცის ხოლმე :) ). რეფაირმა ეს პრობლემა კი მოაგვარა მარა ჩატვირთვა WELCOME-ს მაინც ვერ გასცდა. არც restore-მა უშველა. შემდეგ safe mode-ით შევედი, არაფერი შემიცვლია და რო დავარესტარტე ჩვეულებრივ ჩაიტვირთა ვინდოუსი...

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ან Daemon გვატყუებს (რაც ძალიან მეეჭვება) ან ჩემი ვინდოუსი ურევს (ესეც ძალიან მეეჭვება :) )
ან windows 7 build 7100-თან აქვს უთანხმოება

ასე რომ თქვენც ფრთხილად იყავით ხათაბალაში არ გაყოთ თავი. (ეს მათ ვისაც windows 7 უყენია)
01-11-2009, 00:24:27 | Mer1

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.