COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » DjVuLibre v3.5.22

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2249


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
DjVuLibre v3.5.22
DjVuLibre v3.5.22

წიგნის ციფრულ ფორმატში გადაყვანა რომ საჭიროა, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ როგორ, ეს უკვე პრობლემაა. თუ წიგნს დავასკანერებთ და მასზე OCR სოფტს (ხელნაწერის ამომცნობს) გავუშვებთ, პირველ რიგში, დაიკარგება ნაწერის ინდივიდუალობა (მაგალითად, ძველი ქართული ხელნაწერები) და მეორე რიგში ნახატების “ამოცნობა” იქნება შეუძლებელი, თუ გვერდს პირდაპირ სურათულ ფორმატში შევინახავთ, მაშინ ზომის პრობლემა გვექნება –  გვერდის კარგ ხარისხში შენახვას 20 მბ–ზე მეტი სჭირდება. გასაგებია, რომ ასეთი ხარისხით სკანირებულ თუნდაც 100 გვერდიან წიგნს ვერავის გაუგზავნით.

მოკლედ, საჭირო გახდა ახალი მიდგომა, რომელიც ამ ორი მეთოდის საუკეთესო თვისებებს შეათავსებდა და ასე გაჩნდა ღია და უფასო ფორმატი DjVu (იკითხება “დეჟავუ”), რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, გვერდს შლის ფონად (სურათები და ქაღალდის ფაქტურა) და ტექსტად და პირველს ინახავს მაქსიმალურად კარგი ხარისხით, მეორეს კი მინიმალურით. ასე შენახული გვერდი მაქსიმალურად პატარაცაა და მაქსიმალურად ხარისხიანიც.

ამ თვისებების გამო DjVu ძალიან პოპულარული გახდა სკანირებული ტექსტის შესანახად და მასში შენახულ წიგნებსაც ხშირად წააწყდებით. თუმცა მხოლოდ შენახვა საკმარისი არაა, .djvu ფაილის გასახსნელად სპეციალური პროგრამა, სახელად DjVuLibre დაგჭირდებათ (ასევე გამოგადგებათ ჩვენ მიერ უკვე მიმოხილული STDU Viewer).

პროგრამის მოხმარება ძალიან მარტივია და მის ცალკე განხილვას არ შევუდგებით.



DjVuLibre–ს მიმდინარე ვერსიის (3.5.22) ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ მისამართიდან, პროგრამის ოფიციალური გვერდი კი აქაა განთავსებული.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-11-2009, 16:17:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

ბმულები შესაბამის თემაზე


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.