Norman Malware Cleaner
კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ვირუსებისა და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამებისგან (Malware) საწმენდ უტილიტას Norman-ისგან. მაიკროსოფტის ცნობილი Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად ის წარმოადგენს ანტივირუსულ სკანერ-მწმინდავს, ანუ არ შეუძლია დაგიცვათ ინფიცირებებისგან. მისი ერთადერთი მოვალეობაა აღმოაჩინოს და გაანადგუროს Malware ვინდოუზ სისტემებში.
ჩვეულებრივი ანტივირუსებისგან განსხვავებით, ანტივირუსული სკანერ-მწმინდავები გამოირჩევიან მუშაობის მაღალი ხარისხით. ვისაც დაგაინტერესათ, სიახლის სანახავად, დააჭირეთ სრულად-ს. Norman Malware Cleaner:
რატომ არ არის ეს პროგრამა წინაზე გამოქვეყნებული უფასო ანტივირუსული სკანერების სიაში? უფასო ანტივირუსული სკანერების სიაში წარმოდგენილი პროგრამებისგან განსხვავებით ის არ შეიცავს სრულ ანტივირუსულ ბაზას! Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად Malware Cleaner სისტემის სპეციალურ ადგილებში ეძებს და ეფექტურად ანადგურებს მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ და საშიშ ვირუსებს, ჭიაყელებს, პროგრამა შპიონებს, ტროიანულ ცხენებსა და სხვა ბოროტმოქმედ პროგრამებს. პროგრამის ახალი ვერსია გამოდის ყოველ დღე, უკანასკნელი სკანირების ძრავითა და ყველაზე გავრცელებული/საშიში Malware ბაზით. მისი უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვას ყოველთვის შეძლებთ ქვემოთ მოტანილი ბმულით! მწარმოებელი: Norman ASA ბეჭდვითი ვერსია | 07-01-2010, 01:50:00 | gearge |
|