COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » HP-მ USB 3.0-ის მხარდამჭერი Envy 15-ების გაყიდვა დაიწყო

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2283


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
HP-მ USB 3.0-ის მხარდამჭერი Envy 15-ების გაყიდვა დაიწყო
HP-მ USB 3.0-ის მხარდამჭერი Envy 15-ების გაყიდვა დაიწყო

HP გახდა ერთ-ერთი პირველი იმ კომპანიებიდან, რომლებმაც USB 3.0-ის მხარდამჭერი აპარატურა ჩაუშვეს ბაზარზე გასაყიდად. ფართო მასებისთვის უფრო მეტად ცნობილი, როგორც SuperSpeed USB, USB 3.0 ათჯერ უფრო მაღალ სიჩქარეებს გვთავაზობს, ვიდრე მისი უფრო ძმა, USB 2.0.

HP-ს წარმომადგენელმა, შეილა უოტსონმა CNET-თან საუბრისას დაადასტურა, რომ კომპანია თავის ინტერნეტ მაღაზია HP Direct-ის საშუალებით უკვე ყიდის Envy 15 ლეპტოპის რამდენიმე კონფიგურაციას, რომლებსაც USB 3.0-ის მხარდაჭერა აქვთ და აღჭურვილნი არიან AMD-ს ახალი DirectX 11-ის მხარდამჭერი Mobility Radeon HD 5830 სერიის ვიდეო დაფებით.

უოტსონმა მყიდველებს რჩევის სახით უთხრა, რომ არჩევანი შეაჩერონ Envy 15-ის USB 3.0-ის მხარდამჭერ მოდელებზე, Radeon HD 5830-ითა და Core i7 პროცესორებით. მოკლედ, გემოვნება შეილა უოტსონს აშკარად არ დაეწუნება :-)

ინტერვიუ სრულად შეგიძლია CNET-ის ვებ-გვერდზე იხილოთ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-01-2010, 13:05:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.