მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD-ს პირველი ფინანსური წარმატება 3 წლის განმავლობაში
AMD-ს პირველი ფინანსური წარმატება 3 წლის განმავლობაში

2009 საკმაოდ დატვირთული, და ამასთანავე მომგებიანი წელი აღმოჩნდა AMD-სთვის. ევროკომისიამ Intel-ი კონკურენციის შავბნელ გზებში დაანაშაულა და 1.45 მილიარდიანი ჯარიმაც გადაახდევინა. მართალია, წილი აქედან AMD-ს არ მიუღია, თუმცა, მალე იგივე გამოძიება აშშ-შიც დაიწყო. ჯამში, Intel-მა და AMD-მ "მოილაპარაკეს". გარიგების შედეგად, სხვადასხვა შეთანხმებებთან ერთად, მწვანე ბანაკმა ლურჯი გიგანტისგან 1.25 მილიარდი "ქეში" მიიღო, კომპენსაციისთვის. სამაგიეროდ, AMD-მ Intel-ის წინააღმდეგ შეტანილი ყველა საჩივარი გამოიტანა სასამართლოებიდან.

დამატებითი 1.25 მილიარდი მარადმწვანის საშუალებით (+ კარგი გაყიდვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით ვიდეო დაფების ბაზარზე), AMD-მ კვარტალურ ანგარიშში პირველი მოგება, დადებითი ბალანსი აჩვენა ბოლო 3 წლის მანძილზე. 2009 წლის მე-4 კვარტლისთვის მწვანე ბანაკის მოგებამ 1.65 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია, ვიდრე მე-3 კვარტალის შედეგი და 42%-ით მეტი, ვიდრე 2008 წლის მე-4 კვარტალი.

ვისაც გსურთ AMD-ს ანგარიშის სრულად ნახვა, მიჰყევით ლინკს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-01-2010, 13:02:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.