COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » კომპანია Dell ახალ თაჩ-სქრინ ტაბლეტებს გამოუშვებს

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2385


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
კომპანია Dell ახალ თაჩ-სქრინ ტაბლეტებს გამოუშვებს
კომპანია Dell ახალ თაჩ-სქრინ ტაბლეტებს გამოუშვებს

Ipad-ის გამოსვლის შემდეგ როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო ტაჩპედების ბუმი. ბევრმა კომპანიამ დაიწყო ანალოგიური პროდუქტის შემუშავება. ერთერთი იყო Microsoft, რომელიც აპირებდა გამოეშვა Microsoft curier, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს პროექტი ჩავარდა. ასე მოუვიდა HP-საც. სამაგიეროდ დღეს გამოქვეყნდა კომპანია DELL-ის მომავლის გეგმები, რომლებშიც ასახულია რამდენიმე სახის Touch-screen აპარატი.


სრულ ზომაში სანახავად დააწკაპუნეთ სურათზე

მათი ეკრანის გაფართოება 4-დან 11 ინჩამდე მერყეობს და მათი პირველი ვერსიები გამოვა 2011 წლის დასაწყისში. ყველაზე საინტერესო ამ სიახლეში ის არის, რომ DELL თავის აპარატებზე დააყენებს Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-ს და ისინი აღჭურვილი იქნებიან ARM პროცესორებით და არა Intel Atom-ით.

სურათზე ანდროიდთან და Windows Mobile-სთან ერთად ასახულია MeeGo, ლინუქსზე ბაზირებული ოპერაციული სისტემა, რომელიც შექმნეს Intel Mobilin-ის Nokia Maemo-ს გაერთიანებით.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



სურათზე სიტყვა MeeGo ნახსენები არ არის, თუმცა ანდროიდის მწვანე რობოტუნას ქვემოთ, ხატია Intel Mobilin-ის ლოგო, და ვინაიდან ეს პლატფორმა ახლა MeeGo-ს ნაწილია, გამოდის რომ ზუსტად MeeGo ეყენება ამ აპარატებზე.

პირველად გამოვა Steak 5. ამ 5-ინჩიან ტაჩპედზე ეყენება Android ან MeeGo.
მას მოყვება სმარტფონი Thunder და ტაბლეტები Looking Glass, Streak 7, Streak 10, ბოლოს კი ნეტბუქი Athens.

მაგრამ ეს ყველაფერი მომავალშია, Ipad-ს კი უამრავი დრო აქვს იქამდე. ალბათ ყველას გვაქვს კითხვა, რას აკეთებდნენ ამდენი ხანი ეს კომპანიები და ახლა რატომ დაიწყეს "Ipad Killer"-ების შემუშავება. იმედია, მოვა დრო და შეიქმნება თანაბარი კონკურენციის გარემო.

წყარო: APCMAG



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 06-05-2010, 00:27:00 | EMOziko
   

გამოხმაურება

კი მე ვარ :)
08-05-2010, 02:42:30 | EMOziko

Microsoft curier არადა მაგრად მევასებოდა ყიდვა მინდოდა

შენ ის EMOziko ხარ?
07-05-2010, 19:20:56 | toxrex

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.