Intel-ის ახალი პროცესორი Core i7-875K
როგორც ვიცით, ივლისის ბოლოს კომპანია Intel-ი აპირებს ოთხბირთვიანი პროცესორის Core i7-875K (2.93 GHz) გამოშვებას, რომელსაც ღია მამრავლი აქვს და 999 დოლარზე ნაკლები ღირს. აქამდე თუ არ ჩავთვლით ექსპერიმენტულ პროცესორს Pentium E6500K, კომპანია ღია მამრავლით უშვებდა პროცესორებს საცალო ფასით მინიმუმ 999 დოლარი. სურათზე ჩანს რომ პროცესორის მამრავლი 30X-ია, თუმცა +2 მამრავლი Turbo Boost ტექნოლოგიის უნდა იყოს და ბიოსიდან მითითებული მამრავლი 28 არის. როგორც ჩანს პროცესორი თავისუფლად აღწევს 4 GHz სიხშირეს ჰაერზე, ხოლო Base Clock სიხშირე ამ შემთხვევაში გაზრდილი არ იყო. სიახლის ავტორი: სოსო ბეჭდვითი ვერსია | 08-05-2010, 12:58:00 | Power_VANO |
|