COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Skype Phone ანუ Roaming vs. Skype

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2400


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Skype Phone ანუ Roaming vs. Skype
Skype Phone ანუ Roaming vs. Skype

დღეისათვის კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს. უამრავი პროგი არსებობს რეალურ დროში საჩეთაოდ, მათ შორის ალბათ ყველაზე პოპულარული Skype-ია. ასევე არსებობს უამრავი ახალი ტექნოლოგია, მაგალითად, უკაბელო ინტერნეტი, ან მობილური ტელეფონი და როუმინგი... 

ახალი ტექნოლოგიების გამოგონება საკმაოდ კარგია და საინტერესო მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა ძველი ტექნოლოგიების აღება და რამე ახალ იდეაში გაერთიანება. Skype ექაუნთი ძალიან ბევრს გვაქვს (ალბათ ამას ვინც კითხულობს ყველას). წარმოიდგინეთ მოგზაურობთ, ხშირად. გჭირდებათ ტელეფონი და ნებისმიერ ქვეყანაში მოხვედრისას მოგიწევთ როუმინგის ჩართვა და უამრავი ფულის ხარჯვა. ან მოგიწევთ ყველა ქვეყანაში იქაურ მობილურ ქსელში ჩართვა. მაგრამ არსებობს ალტერნატივა - Skype Phone.

დადებული სურათი

ეს ტელეფონი მთლად ტელეფონი არ არის. მას სიმ ბარათი არ სჭირდება. აქვს მხოლოდ და მხოლოდ Wi-Fi და ზედ სკაიპი არის ჩაწერილი. მოკლედ ყიდულობთ ამ ტელეფონს, პოულობთ ადგილს, სადაც wi-fi იჭერს და ვოალა... მაგალითად ინდოეთში განგის სანაპიროებთან... მანდ Wi-Fi ყოველთვის იჭერს. :)

მოკლედ შეიძლება ეს ტექნოლოგია ყოველთვის და განსაკუთრებით ყველგან არ იმუშავებს. მაგრამ მაინც საინტერესო ფაქტია ჩემი აზრით.

ვიდეო რგოლისა და ტელეფონის ფასის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



ტელეფონის ფასის სანახავად ეწვიეთ Amazon-ის ბმულს: http://www.amazon.co...UEE/lockergnome

როგორც ხედავთ, არც ისე ძვირია, ფასი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

თუმცა არსებობს მისი ალტერნატივაც. ყიდულობ ჩვეულებრივ ტელეფონს სიმ ბარათით, ან ორი სიმ ბარათით და რაც მთავარია, Wi-Fi-ს მხარდაჭერით და ეგ არის - მთელი ეს "ტექნოლოგია" შენ ხელთაა :)

სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-07-2010, 23:32:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

მაინც რისთვის დასჭირდათ ვერ გავიგე რა, როცა აწი გამოსულ თითქმის ყველა ტელეფონს აქვს Wi-Fi-ს მხარდაჭერა ..
11-10-2010, 20:13:59 | Grigalaa

ეგ ხო ისედაც შეიძლება?

რამდენ ტელეფონს აქვს Wi-Fi შეხვალ ინტერნეტში ჩართავ სკაიპს და ისაუბრებ
არაფერი უცნაური და დიდით საინტერესო ჯერ არ ჩანს

თუმცა თავისი მყიდველი მაინც ეყოლება
03-08-2010, 19:26:14 | androID

ეგ აქმდე არ იყო??
ციტატა
მაგალითად ინდოეთში განგის სანაპიროებთან... მანდ Wi-Fi ყოველთვის იჭერს. :)


მაგის შანსი არაა :)
15-07-2010, 23:07:11 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.