პლანშეტური კომპიუტერების პოპულარული თემა განაგრძო ავსტრალიურმა კომპანია Pioneer Computers Australia-მ. მისი ახალი PC ტაბლეტი, რომლის სახელი ასოცირდება საქვეყნოდ ცნობილ პროდუქტთან (iPad-თან) აგებულია Intel PineTrail პლათფორმაზე.
Pioneer DreamBook ePad A10 აღჭურვილია 10.1-დიაგონალის სენსორული ეკრანით, რომელიც თავსებადია "multi-touch" ტექნოლოგიასთან, არის 1024x600 პიქსელ გაფართოების (WSVGA) - LED-ნათებითურთ. მყიდველს არჩევნის შესაძლებლობა ექნება ორ პროცესორს შორის - ესენია: Intel Atom N455 ტაქტური სიხშირით 1.66 გჰც და Intel Atom N4751.83 გჰც ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით და DDR3 ოპერატიულ მეხსიერებთან თავსებადობით.
DreamBook ePad A10-ის მახასიათებლებში შედის უკაბელო კავშირი Wi-Fi 802.11 a/b/g, 1.3-მპ ვებ-კამერა, ქსელური გადამყვანი 10/100 მბ/წ, MicroSD სლოტი და მოდემი 3.5G ქსელისთვის.
პროდუქტის აღჭურვილობაში შედის, ასევე 2 გბ მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, ხისტი დისკი - 16 ან 32 გბ მოცულობით. იგი ფუნქციონირებს Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე. აქვს C 3-სექციის პოლიმერული აკუმულატორი, რომელიც დატენვის გარეშე მოწყობილობას ამუშავებს 5 საათის განმავლობაში. DreamBook ePad ტაბლეტის ზომებია 267×173x8-17 მმ, წონა - 900 გრამი. მისი ფასი იწყება 599$-დან.
მირჩევნია I-Pad-ს :)
ePad L11 HD-ც საინტერესო მოდელია Nvidia ION2 მოყვება და გრაფიკული სიმძლავრე ბევრად მეტი ექნება... FullHD ვიდეოსაც უპრობლემოდ აჩვენებს