COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows Phone 7

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2417


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows Phone 7
Windows Phone 7

იყო დრო, როცა სიტყვა სმარტფონის ხსენებაზე ყველას გონებაში ამოტივტივდებოდა Symbian-ი, Windows Mobile-ი ან იშვიათ შემთხვევებში Palm OS-ი. თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით, სმარტფონების ბაზრის ამომავალ ვარსკვლავად Google-ის Android-ი ითვლება. ასევე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ Apple-ის iOS (iPhone) და RIM-ის BlackberryOS. გასაგები მიზეზების გამო Microsoft-ის Windows Mobile 6.5 ბაზარზე პოზიციებს თმობდა, ამიტომაც დიდმა MS-მა გადაწყვიტა გამოეშვა ახალი ოპ. სისტემა - Windows Phone 7.

ახალი სისტემა და მასზე დაფუძნებული აპარატები ბაზარს სულ მალე, 8 ნოემბერს მოევლინება ოფიციალურად.

ამ მცირე ზომის სტატიის მიზანია ზოგადად მიმოვიხილოთ ახალი პლატფორმა და გავეცნოთ ახალ აპარატურულ და პროგრამულ გადაწყვეტებს.

პლატფორმის ზოგადი მიმოხილვა

აღსანიშნავია, რომ Windows Phone 7 არაა Windows Mobile 6.5-ის აპგრეიდი, იგი სრულიად ახალი სისტემაა, რომელიც, ასე ვთქვათ, 0-დან შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პლატფორმა საკმაოდ ახალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი პტაფორმის შექმნა Microsoft-ისგან სწორი გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება ზოგადად ოპ. სისტემას, შეიძლება ითქვას, რომ ის ბიზნეს ასპექტში ბრწყინავს (როგორც ყოველთვის Windows Mobile-ი ამ სფეროში ლიდერი იყო). შესაბამისად, ამ სფეროში Windows Phone 7 საკმაოდ მძლავრ კონკურენციას გაუწევს როგორც თავის უფროს ძმას, Windows Mobile 6.X-ს, ასევე RIM-ს. მეორეს მხრივ, WP7-ს გააჩნია მშვენიერი მულტიმედია და გეიმინგ შესაძლებლობები, ასევე სოციალურ ქსელებთან მჭიდრო ინტეგრაციის ფუნქციები და ამ მხრივაც კონკურენტუნარიანი უნდა იყოს iOS-სსა და Android-თან.

იხილეთ სტატია სრულად





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-10-2010, 15:09:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.