COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Internet Explorer 9

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2423


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Internet Explorer 9
Internet Explorer 9

Internet Explorer

 კომპანია Microsoft-მა გამოუშვა თავისი ბრაუზერის Internet Explorer-ის მე-9 დასრულებული ვერსია, ამ ვერსიაში ბევრი ცვლილებაა როგორც ფუნქციონალობის, ისე სისწრაფის და  უსაფრთხოების მხრივ.



Internet Explorer

კომპანია Microsoft-მა გამოუშვა თავისი ბრაუზერის Internet Explorer-ის მე-9 დასრულებული ვერსია, ამ ვერსიაში ბევრი ცვლილებაა როგორც ფუნქციონალობის, ისე სისწრაფის და უსაფრთხოების მხრივ.

ძირითადი სიახლეები ახალ ვერსიაში არის:

ტექსტის, ვიდეოს და გრაფიკის აპარატურული აქსელერაცია- რაც უფრო გლუვს ხდის ბრაუზინგს

განახლებული ტაბ  გვედები: ახალი ტაბის გახსნისას გამოისახება ხშირად გამოყენებული საიტების ესკიზები,რომლებზე გადასვლაც ერთი კლიკით შეგიძლიათ, რაც აადვილებს ბრაუზინგს

შეტყობინებების პანელი: ყველა სახის შეტყობინებები გამოისახება ფანჯრის ქვედა  ბოლოს, და აღარ არის Dialog Box-ები და PopUP-ები

აპინული საიტები: შეგიძლიათ თქვენი ფავორიტი საიტები აპინოთ და გქონდეთ მათთან პირდაპირი წვდომა Windows-ის TaskBar-დან (მუშაობს Windows 7-ზე)

საიტზე ფოკუსირება: ახალი დიზაინი მინიმალისტურია, გახსნილი საიტი იკავებს ეკრანის უმეტეს ნაწილს, ასევე მკვეთრად გამოყოფილია სანავიგაციო ღილაკები

სკრიპტების და ActiveX ფილტრი: მძლავრი საშუალება მავნე სკრიპტებისგან თავდასაცავად

გარდა ზემოთხსენებულისა, არის ბევრი გაუმჯობესება, მაგალითად, თუკი რომელიმე ტაბი დაეკიდა სხვადასხვა მიზეზის გამო, ის არ გამოიწვევს მთლიანი ბრაუზერის გაჭედვას, დამოუკიდებლად გადარესტარტდება მხოლოდ დაკიდებული ტაბი.

გაუმჯობესებულია Java ძრავი, ის ბევრად ასწრაფებულია და უფრო კორექტულად მუშაობს, მაგალითად, ცნობილ Acid3 ტესტში 90/100 შეფასება აიღო, რაც რეკორდია Internet Explorer-ისთვის.

ბრაუზერს აქვს ახალი ვებ-სტანდარტის- HTML5 მხარდაჭერა - მას შეუძლია დამატებითი პლაგინების გარეშე გაუშვას H264 ვიდეო (Youtube-ს ზოგი Full HD ხარისხის ვიდეო მაგალითად),  თან აპარატურული აქსელერაციით

როგოც იქნა, Internet Explorer-ს აქვს ნორმალური ჩამოტვირთვების მენეჯერი, რომელიც შეიძლება დააპაუზოთ და კვლავ გააგრძელოთ (თუ რა თქმა უნდა სერვერი იძლევა ამის საშუალებას)

თავსებადი ოპერაციული სისტემებია:

Windows Vista
Windows Vista X64
Windows Server 2008
Windows Server 2008 X64
Windows 7
Windows 7 X64
Windows Server 2008 R2

სამწუხაროდ, Windows XP-ს არც ერთი ვერსია და სერვის პაკეტი არ არის მხარდაჭერილი.

გადმოსაწერი ბმული:windows.microsoft.com/en-US/internet-explorer/products/ie/home

9 მიზეზი თუ რატომ უნდა განაახლოთ Internet Explorer: windows.microsoft.com/en-US/internet-explorer/help/ie-9/9-reasons-to-get-internet-explorer-9

Discover Internet Explorer 9: windows.microsoft.com/en-US/internet-explorer/products/ie-9/features



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-03-2011, 15:35:00 | Gio_kiborg
   

გამოხმაურება

ძაან მაგარი ვეშია google chrom_ს შევადარე ყველანაირად ჯობია
06-07-2011, 20:26:26 | akaki21

xp ზე მინდა ეს IEღოველობაააა
13-04-2011, 11:21:37 | cp.price

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.