COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Canon-მა Intel Thunderbolt ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2431


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Canon-მა Intel Thunderbolt ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა
Canon-მა Intel Thunderbolt ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა

Intel Thunderbolt ტექნოლოგიის მხარდამჭერი პირველი მოწყობილობების გამოჩენის კვალდაკვალ, სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია აცხადებს მოცემული გადაწყვეტის საკუთარ პროდუქტებში გამოყენების მზაობის შესახებ. იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი კომპანიის პროდუქტებში იქნება გამოყენებული, განაცხადა Canon-ის Video Products Group ქვეგანყოფილების შემსრულებელმა დირექტორმა ჰირუ ედაკუბომ (Hiroo Edakubo): «ჩვენ მოხარულნი ვართ Intel-ის პერსპექტიული Thunderbolt ტექნოლოგიის გამოყენება დავიწყოთ და ვთვლით, რომ ეს ვიდეოკამერების შექმნის ბაზარზე სიმარტივისა და მწარმოებლობის ახალი სიმაღლეების მიღწევაში დაგვეხმარება».

Posted Image

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოფიციალურად წარმოდგენილი ტექნოლოგია Thunderbolt, მანამდე ცნობილი, როგორც Light Peak, მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიან ინტერფეისს წარმოადგენს, რომელიც PCI Express სალტისა და DisplayPort ინტერფეისის გამოყენებაზეა დაფუძნებული. Thunderbolt-ის გამოყენებით, მომხმარებელს სხვადასხვა სახის მოწყობილობების ფართო სპექტრის ჩართვა შეეძლება. ადაპტერების დახმარებით მისაწვდომია აგრეთვე მხარდაჭერა აღჭურვილობისა ინტერფეისებით USB, FireWire, Gigabit Ethernet და Fibre Channel. Thunderbolt ინტერფეისის გამტარუნარიანობა 10 გბიტ/წმ-ში აღწევს, ხოლო პორტის მიერ უზრუნველყოფილი კვების სიმძლავრე 10 ვტ, საკმარისი უნდა იყოს მოწყობილობათა უმეტესობისთვის, რომლებიც დამატებით კვების სადენს აიცილებენ თავიდან.

სიახლის ავტორი: #Skinhead
წყარო: Overclockers.ge





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-04-2011, 10:35:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.