COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-მა და NVIDIA ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

http://www.compinfo.ge/index.php?p=news&area=1&newsid=2433


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-მა და NVIDIA ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
Intel-მა და NVIDIA ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

Intel-სა და NVIDIA-ს შორის ხანგრძლივი საპატენტო დავა ახალი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. წინა შეთანხმების მოქმედების ვადა, რომელისაც ხელი 2004 წელს მოეწერა, 2011 წლის 31 მარტს სრულდება. ახალი შეთანხმების თანახმად, რომელიც ექვსი წლის მანძილზე იქნება ძალაში, Intel-ი ამ ვადის განმავლობაში NVIDIA-ს $1,5 მლრდ-ს გადაუხდის და მის საპატენტო პორტფილიოზე წვდომას მიიღებს, NVIDIA-ს პატენტების ჩათვლით გრაფიკულ გადაწყვეტებსა და სუპერკომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. თავის მხრივ, NVIDIA კანონიერ საფუძველზე ისარგებლებს Intel-ის პატენტებით, რომლებიც მიკროპროცესორებსა და ჩიპსეტებს ეხება. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ყოველისმომცველი არაა, და ზოგიერთი კატეგორია, როგორიცაა Intel x86 პროცესორებისა და ფლეშ-მეხსიერების ჩათვლით, მის მიღმა დარჩა.

«ჯვარედინი სალიცენზიო შეთანხმება Intel-ს NVIDIA-ს ტექნოლოგიების სხვადასხვა პროცესორებში ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, Sandy Bridge-ში,— განაცხადა NVIDIA-ს დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა (Jen-Hsun Huang). — იმავდროულად ჯვარედინი ლიცენზირება შესაძლებლობას მოგვცემს შევქმნათ პროცესორები და გამოვიყენოთ უპირატესობები, რასაც Intel-ის პატენტები გვანიჭებს ჩვენს მიერ შექმნილ ყველა ტიპის გადაწყვეტებში, Project Denver-ის, Tegra და სხვა ტიპის პროცესორების ჩათვლით, რომელთა წარმოებაც მომავალში დაიწყება».


Posted Image
სურათზე: კაცი ლეგენდა - ჯენსენ ჰუანგი :)

NVIDIA-ს ხელმძღვანელმა შემაჯამებელი ხაზი გაუსვა NVIDIA x86 პროექტთან დაკავშირებულ ჭორებსაც. «ჩვენ არ ვაპირებთ x86 პროცესორების წარმოებას,— განაცხადა ჰუანგმა.— ჩვენი გეგმები დაკავშირებულია ARM-პროცესორებთან, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა». «NVIDIA ააგებს «მომავლის პროცესორებს»,— ხაზი გაუსვა ჯენსენ ჰუანგმა, და კიდევ ერთხელ გაამწესა x86 არქიტექტურა მეორეხარისხოვან პლატფორმათა რიგში.

მრავალი ექსპერტისთვის, რომლებსაც ეჭვიც არ ეპარებათ იმაში, რომ სალიცენზიო შეთანხმება Intel-სა და NVIDIA-ს შორის ხელმოწერილი იქნებოდა, Intel-ის მიერ გადასახდელი თანხის რაოდენობა, დიდი სიურპრიზი იყო. «ეს დიდი თანხაა, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია»,— ვერ შეიკავა ემოციები Gleacher & Company-ის ანალიტიკოსმა დუგ ფრიდმანმა (Doug Freedman). ბაზარმა გარიგების დადებაზე NVIDIA-ს აქციების ფასის ზრდით 4,45% მოახდინა რეაგირება.

სიახლის ავტორი: #Skinhead
წყარო: Overclockers.ge





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-04-2011, 10:46:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.